ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალ პროექტს იწყებს.
“მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი გვაქვს
ბევრმა იცით, მაგრამ ბევრმა არა “გამზირი • Gamziri”-ს შესახებ. ეს პლატფორმა Giorgi Khvedeliani-მა და მე თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე თვის წინ სატესტო რეჟიმში ავამუშავეთ. იდეა კი ორივეს ბევრი გვქონდა, მაგრამ მათ განსახორციელებლად საჭირო რესურსები – არა. ვხედავდით, რომ ჩვენს საზოგადოებას ახალი სივრცე სჭირდებოდა, ახალი იდეებითა და საკომუნიკაციო სტილით. ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ როგორც ახალ ფორმატებზე, ისე მათთვის საჭირო რესურსების მოძიებაზე. გიორგი ბრიუსელში ხვდებოდა ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებს, ფონდებს, რის შედეგადაც, ჩვენი ევროპელი მეგობრების ფინანსური და არანაკლებ მნიშვნელოვანი – მორალური მხარდაჭერით, “გამზირი” ახალ ეტაპს იწყებს.გვექნება რამდენიმე საინტერესო ფორმატი, ყველა მათგანი სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს შეეხება. ცხადია, სატირასაც არ მოგაკლებთ:) “გამზირის” გვერდზე ყოველ შაბათ-კვირას გავა სერიალი “სანამ მას სძინავს”, ანუ სანამ ბიძინა ივანიშვილს სძინავს:) მოქმედება ვითარდება შუშის სასახლის თავლაში. როგორც კი ათი საათი დგება და ბიძინა ივანიშვილი იძინებს, მისი ცხოველები იწყებენ ლაპარაკს იმ ყველაფერზე, რაც მთელი დღის განმავლობაში ნახეს და მოისმინეს. მე პირადად, ვეჯახები სრულიად ახალ გამოწვევას, სერიალის სცენარისტობა მიწევს, რაც მარტივი საქმე სულაც არ არის, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ.
P.S რა თქმა უნდა, “მთავარი არხიდან” წასვლას არ ვაპირებ. აქ 3 წლის წინ მოვედი და დღემდე ჩემს მეორე ოჯახად რჩება“, – წერს ბექა ყორშია.