30 ოქტომბერს, ბრიქსტონში, სამხრეთ ლონდონში მომხდარ ავტოსაგზაო შეჯახებასა და შეიარაღებულ დაპირისპირებას 2 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, გასროლის ხმა 12-ჯერ გაიგონეს, ერთმანეთს მოპედზე მჯდომი წყვილი და მანქანაში მყოფი ადამიანები დაუპირისპირდნენ.
მახლობლად მომუშავე deliveroo-ს მძღოლმა ამოიცნო ერთ-ერთი მსხვერპლი. როგორც აღნიშნა, სროლის შედეგად დაღუპული ბიჭი თავის ბოლო შეკვეთას ტოვებდა და სამსახურს ამით ასრულებდა, რადგან ბრაზილიაში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.