რუსი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი ცოტა ხნის წინ რუსეთიდან გაიქცა და ახლა გამოაცხადა, რომ „დიდ უბედურებაშია“. მისი თქმით, ის სოციალური ქსელებიდან „გაქრა“.
„ახლა მე არ ვარ Telegram-ზე ისე ხშირად, როგორც ყოველთვის, რადგან, ცხადია, მთელი ჩემი აზრი დაკავშირებულია ჩემს საყვარელ ადამიანებთან, რომელთაგან მოწყვეტილი ვარ, და რა თქმა უნდა, ჩემს თანამშრომლებთან, მოწყვეტილი ვარ სამყაროსა და ოჯახებისგან“, – დაწერა სობჩაკმა ტელეგრამის არხზე.
„ღმერთო, როგორ მძულხართ ყველა. როგორ მოგწონთ ჩემი თქვენგან დაშორება? დიახ, მე გასაჭირსა და უბედურებაში ვარ. მოხარული ვიქნები, თუ ეს ამ პირქუშ საღამოს ღიმილს მოგგვრით“,– დაამატა სობჩაკმა.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის ღამეს ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ იგი ლიტვაში ბელორუსის გავლით გაემგზავრა. ამავდროულად, 22 სექტემბერს სობჩაკის ქმარმა კონსტანტინე ბოგომოლოვმა ინსტაგრამის საკუთარ ბლოგზე განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი „იყო, არიან და იქნებიან რუსეთის ფედერაციაში“.
მეუღლის განცხადებიდან უკვე ოთხი დღის შემდეგ ტელეწამყვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციას სობჩაკის დაკავების ორდერიც ჰქონდა.