საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „სასუელოს“ წინააღმდეგ დიდებულ პირველ ტაიმს ატარებს.
„კვარადონამ“ მე-4 და მე-19 წუთზე თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.
36-ე წუთზე კი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და მეკარისგან ახლო კუთხეში ბურთი ზუსტად გადაგზავნა.
ამ წუთისთვის „ნაპოლი“ „სასუელოს“ ანგარიშით 3:0 ამარცხებს.