Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ავტობუსში ატყდა მთელი ამბავი, ერთი 10 წლამდე ბავშვი იქნებოდა, მეორე 7-ის – ვარკეთილის მეტროსთან უცნობი მამაკაცი მცირეწლოვანების მოტყუებით წაყვანას ცდილობდა

October 29, 2022
ავტობუსში ატყდა მთელი ამბავი, ერთი 10 წლამდე ბავშვი იქნებოდა, მეორე 7-ის – ვარკეთილის მეტროსთან უცნობი მამაკაცი მცირეწლოვანების მოტყუებით წაყვანას ცდილობდა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს:

„არ ვიცი რამდენად გამართული ტექსტი გამომოვა მაგრამ, რომ არ მოვყვე გული გამისკდება!

საჯარო ლექციიდან ვბრუნდებოდი, ვარკეთილის მეტროდან 366 ავტობუსში ავედი, რომ სახლამდე მივსულიყავი. ავედი თუ არა 5 წუთში, ატყდა კარებთან ერთი ამბავი. თავიდან მეგონა რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენ, მერე გავიგონე როგორ უყვიროდა ეს ქალი: ბავშვებს რატომ მიყვებიო? ეს კაცი ამაზე ამბობდა, რომ არავის მივყვები სახლში მივდივარ, აქეთ ვცხოვრობო. ქალბატონმა გვთხოვა, რომ ბავშვები სახლამდე მიგვეცილებინა, ერთი 10-12 წლის იქნებოდა, მეორე 6-7 წლის, პატარა ძალიან შეშინებული იყო. წამში მივხვდი რაც ხდებოდა, ბავშვებს ვუთხარი რომ მე მივიყვანდი სახლამდე და არ ენერვიულათ. ეს კაცი არ ჩერდებოდა ავტობუსში, ამოსვლა უნდოდა, ბოლოს გადაუდგა ავტობუსს, იმდენად თავხედი აღმოჩნდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მძღოლმა კარი გაუღო, ამოდი მაშინ რეებს მიკეთებო, ატეხა ხალხმა ერთი ამბავი, რას ჰქვია უშვებო და რომ მიხვდა რომ აქ ვერაფერს იზამდა და თან ბავშვებსაც გამცილებელი ჰყავდა, წავიდა. უბრალოდ მინდოდა ბავშვები ადგილზე მშვიდობით მიმეყვანა, თორემ სხვა დროს პოლიციას გამოვუძახებდი ან ჩემი ხელით წავათრევდი ასეთ ნაგავს!

გამოვკითხე ბავშვები და მოტყუებით უნდოდა მათი წაყვანა, ეუბნებოდა, რომ სხვა ბავშვი იყო ცუდად და მას უნდა დახმარებოდნენ. 2 ძალიან კარგი ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი გამომყვნენ, ბავშვი სახლის კარამდე მივიყვანე ძიძა და უფროსი ძმა იყო სახლში და ავუხსენი სიტუაცია, იქნებ ბავშვებს შეეშინდეთ და არ უთხრან თქო. წამოვედი სახლში, გაბრაზებული და გამწარებული. არ მავიწყდება ამ ბავშვების შეშინებული სახეები, განსაკუთრებით პატარა ბავშვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიწისქვეშ იცით რა ხდება და შუა ცენტრში მეტროსთან, სადაც კამერებითაა გადატენილი ყველაფერი, ასეთი დამნაშავეები როგორ დადიან თავისუფლად?!

მშობლების საყურადღებოდ: გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი, ან არ გაუშვათ მარტო! ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება!”

მოგვიანებით იგი განმარტავს, რომ ბავშვების მამა პოლიციელი აღმოჩნდა და ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge