ვერძი
ამ დღეს თავი გეგმებითა და პროექტებით გაქვთ სავსე და ეს მშვენიერია, რადგან ბედი მათი განხორციელების შანსს მოგცემთ. ეცადეთ ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები წვრილმან საკითხებზე არ გაცვალოთ. ეწვიეთ დიდ და ხმაურიან შეკრებებს. წარმატება სწორედ ასეთ ადგილებში გელით.
კურო
ამ დღეს გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები მხოლოდ თქვენს ნერვებზე თამაშით არიან დაკავებულნი, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში, მათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. თქვენი ნერვებზე თამაშით კი მხოლოდ ხანდახან ერთობიან.
ტყუპები
რაღაც შემთხვევა ან მოულოდნელმა შეხვედრა თქვენს სულში ემოციების ნამდვილ ქარიშხალს გამოიწვევს! რასაც არ უნდა გრძნობდეთ, ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ერიდოთ. სულ რაღაც ერთ-ორ დღეში შეიძლება გარემოებები თავისთავად შეიცვალოს, მხოლოდ უნდა დაელოდოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს უმნიშვნელო საკითხებიც კი გაღიზიანებთ. წვრილმან უსიამოვნებებზე თქვენი რეაქცია იმდენად გადაჭარბებულია, რომ ზოგჯერ კომიკურადაც კი გამოიყურება. ყველაზე კარგი იქნება თუ აბსურდულ გაუგებრობებს იუმორით შეხედავთ. მშვიდად და ადეკვატურად პასუხს მაინც ვერ შეძლებთ.
ლომი
ამ დღეს ყურადღების მიქცევას საკმაოდ ადვილად ახერხებთ – საკმარისია საუბარი დიდ ფულს ან საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას შეეხოს, რომ ყველა თქვენ გიყურებთ. შესაბამისად, არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ და არც საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.
ქალწული
ყურადღება მიაქციეთ რას და როდის ამბობთ, თორემ შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით ახლობელ ადამიანებს გული ატკინოთ და ეს ურთიერთობების სერიოზულ გამოცდად იქცეს. გამორიცხული არ არის, რომ მშვიდი საუბარი სკანდალში და ჭურჭლის მტვრევაში გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს საჩოთირო თემებზე საუბარს უნდა მოერიდოთ.
სასწორი
მთელი დღე ფინანსებთან დაკავშირებულ თემებზე საუბარში ჩაივლის. ცდილობთ უფულობის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ და აღმოფხვრათ, თუმცა ვერ ახერხებთ. ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ.
მორიელი
ამ დღეს მორიელის კეთილდღეობა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს და სავარაუდოდ, უარესობისკენ. ახლა, როგორც არასდროს, ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში სიფრთხილე გჭირდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ მცირე გაუგებრობამაც კი შეიძლება ვნებათა ქარიშხალი გამოიწვიოს, რომლის დამშვიდება ძალიან რთული იქნება.
მშვილდოსანი
ეცადეთ უფრო მოკრძალებული იყოთ და საკუთარი ამბიციები და შესაძლებლობები ერთმანეთს შეუფარდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ეს დღე ცუდად დაამთავროთ.
თხის რქა
გარემოებები გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით და გაიძულებთ დინების საწინააღმდეგოდ იცუროთ. სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან დაზარალდეთ და უამრავი ტრავმა მიიღოთ, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.
მერწყული
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დილას რომელი ფეხით ადექით. თუ მარჯვენით – დღე ყველა თვალსაზრისით მშვენიერი იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენით – ყველა დაწყებული საქმე კრახით დასრულდება. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით რომელი ფეხით ადგებით. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ისევ დაწექით. იქნებ მეორედ უფრო გაგიმართლოთ?
თევზები
ამ დღეს ყველაზე მეტად ნებისყოფა და სიმტკიცე გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სიბრაზის მცირე გამოვლენაც კი შეიძლება ნამდვილ ქარიშხლად იქცეს, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს. ეცადეთ თავი აარიდოთ ძლიერ ემოციებს და დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ხვალინდელი დღე უფრო ადვილი იქნება.