“მთავარი არხის“ დილის გადაცემის კითხვებს მსახიობმა და ტელეწამყვანმა, მაია გელოვანმა უპასუხა – ის ნიაზ დიასამიძის მეუღლეა.
მაიას “მთავარ არხზე“ შუადღის გადაცემა მიჰყავს.
მაია გელოვანი ოჯახის შესახებაც საუბრობს და ამბობს, როგორი წარმოუდგენია საკუთარი პირადი ცხოვრება წლების შემდეგ:
“ნიაზი არის ჩემთვის ის ძალა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიარსებო და როგორ ვიყავი მანამდე. საკმაოდ დიდი ხანია, 23 წელია, ერთად ვართ და ძრავი ჩემთვის, ენერგიის, შემართების, სტაბილურობის განცდის და სიმშვიდის გარანტია ნიაზი. სიყვარულისთვის ალბათ ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი…
მომავალში ჩემი თავი წარმომიდგენია შალაურში, სადაც ჩვენ ახლა სახლი გვაქვს, იქ ჩემს ლამაზ ეზოში ნიაზთან ერთად, ბევრი შვილიშვილი გარშემო, სულ რაღაცებს რომ გეკითხებიან და შენ სულ უყვები და უყვები. მოსაყოლი კი ბევრი მექნება…“