“ალიას” უფოლოგი ერეკლე შონია ესაუბრება, რომელსაც პანდემიაზე და მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულიად განსხვავებული, ძალიან საინტერესო და სკანდალური პოზიცია და არგუმენტები აქვს:
– ბატონო ერეკლე, რა არის კორონავირუსი და ვის და რისთვის დასჭირდა ამ დაავადებით მანიპულირება? კიდევ რისთვის აპირებენ მის გამოყენებას?
–კორონავირუსი გამოყენებულ იქნა, როგორც ფსიქოლოგიური იარაღი. ვინ გამოიყენა არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ზოგადად სამყაროს, კაცობრიობის განვითარებას აჩერებენ მისი მეშვეობით. კაცობრიობა მივიდა განვითარების იმ ნიშნულამდე, როდესაც მას შეუძლია რაღაცის განადგურება. სამყარო მას აჩერებს, აძლევს დროს და შანსს, რომ დაფიქრდეს. კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გადაეჩვია დიდ ომებს, თავის გადარჩენის მოთხოვნილებები არ იყო და კაცობრიობა გაჩერდა. მედიცინას, სხვა და სხვა მეცნიერულ მიმართულებების განვითარებას ნაკლები ყურადღება დაუთმო. მთელი ყურადღება გადაიტანეს სპორტის, შოუბიზნესის განვითარებაზე. მერე ახალი თაობები წამოვიდა.
გახსოვთ, მერე იყო ატომური პარიტეტი სახელმწიფოთა შორის და ამან უფრო არამილიტარისტული გახადა მსოფლიო. იყო მცირე ომები, მაგრამ დიდი და მასშტაბური ომები აღარ ხდებოდა, მშვიდობა იყო. ამ ატომური პარიტეტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ქართველებმა. ამან, 70 წელი, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, სამყარო ამყოფა სიმშვიდეში. ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ვადა გაუვიდა. მოვიდა დრო, ხელახლა გადაიხედოს რაღაცები. კაცობრიობამ დაიწყო ჩხიკინი, ახალი თაობის ატომური ბომბების გამოცდა დაიწყო, ბუნების გამოცდა დაიწყო, ცერნსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებში რაც ხდება, სამყაროს ჭეშმარიტების შესწავლა, გამოკვლევა, სამყაროს თავდაპირველი მოდელის შექნის მცდელობა, როდესაც ეს არის გამოყენებული არა სულიერებისთვის, არამედ მარტო მეცნიერებისთვის, ათეისტურად არის ეს ყველაფერი გამოყენებული.
როგორც ჩანს, მივადექით რაღაც საშიშ ზღვარს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სამყაროსეულ პროცესებზე რაღაც გარკვეული ზემოქმედების მოხდენა. ჩვენ სამყაროში არსებული სხვა და სხვა ძალები გვაჩერებენ და გვანიშნებენ, დაფიქრდით, თქვენ ხართ ძალიან საშიშ ზღვარზე. დედამიწაზე ჩვენ ვაგროვებთ ბევრ უარყოფით ენერგიას, როდესაც უარყოფითი აზრები, ზრახვები, ქმედებები გვაქვს. როდესაც დედამიწაზე უარყოფითისა და დადებითის ბალანსი იცვლება უარყოფითის სასარგებლოდ, მაშინ ირთვება აპოკალიპტური სცენარები, რომლებიც შეიძლება იყოს გლობალურიც და ლოკალურიც. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ის აპოკალიპტური სცენარი, რომელიც დაგვემართა ჩვენ, როდესაც ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირში, საქართველო იყო ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა 15 რესპუბლიკას შორის. შემდეგ დაიშალა ეს ქვეყანა და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ ვერ ვმართეთ ჩვენი ემოციები. ძალიან მალე აღმოვჩნდით ქვის ხანაში. გახსოვთ, 90–იანი წლები, რა კატასტროფა გადავიტანეთ. ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ და ყველაზე მტკივნეულად, ვიდრე სხვა რესპუბლიკებმა. მიუხედავად იმისა, რომ არც მათ ულხინდათ, მეტ–ნაკლები სიმძაფრით მსგავსი პროცესები ყველა ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ გადაიტანა. საქართველოში საკუთარი ხელით ჩავკალით წარმოება, ყველა დარგი, რომლის გარეშეც, სახელმწიფოს არსებობა, წარმოუდგენელია. განვითარების ნაცვლად, ავდექით და ჩავკალით. მერე ნულიდან დავიწყეთ აღდგენა.