სოლიდარობის ქსელი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ექთანმა, რომელმაც მათ დახმარებისთვის მიმართა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სასამართლო დავა მოუგო. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ექთანი კლინიკიდან გაათავისუფლეს. მისი მტკიცებით მისი სამსახურიდან გათავისუფლება უმიზეზი იყო და და სწორედ ამის გამო დაიწყო სასამართლო დავაც.
“ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარი).
ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა – 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა.”
