ბაია პატარაია ეხმაურება სახალხო დამცველის არჩევის პროცესს და სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჩვენ რჩეულ ორ კანდიდატს მოუსმინა, შაბათს მოუსმენს მესამეს. პირველ რიგში მადლობა, რომ ამ თითქმის განწირულ პროცესს დათანხმდით და ისეთი მაღალი კლასის გამოსვლები გქონდათ, ამ პარლამენტს რომ იშვიათად უნახავს.
ახლა კი ჩემი შთაბეჭდილება: ქართული ოცნების ნაწილი იყო ჩასაფრებულ პოზიციაში, ცდილობდნენ კანდიდატების გამოჭერას და როცა ამას ვერ ახერხებდნენ, იქვე და უნამუსოდ ინტერპრეტირებდნენ ამათ ნათქვამს, რომ როგორმე ცუდი პასუხები გამოეყვანათ. ეს პროცესი მაფიქრებინებს, რომ ოცნებას არ უნდა ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერა და ეს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი.
მეორე შემაშფოთებელი დასკვნა ის გამოვიტანე, რომ ოცნება ეძებს სრულიად სტერილური კანდიდატს: ადამიანს, რომელსაც მისდღემჩი არ გაუკრიტიკებია ხელისუფლება, რომელსაც არასდროს დაუფიქსირებია საკუთარი აზრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და რომელიც არასდროს არაფერზე გაბრაზებულა.
გამაოგნებელია, რომ ოცნებაცა და ზოგიერთი კანდიდატიც თვლის, რომ ომბუდსმენი აპოლიტიკური (არა აპარტიული, არამედ აპოლიტიკური) უნდა იყოს. აი, რანაირად?! ადამიანის უფლებები, მისი გაგება და დაცვა პოლიტიკაა და როგორ შეიძლება ომბუდსმენს არ აინტერესებდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა, თანასწორობის პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა და სხვა?! ეს წარმოუდგენელიც არის და შეუთავსებელიც თავად სახალხო დამცველის ფუნქციასთან.
ასევე გამაოგნებელია ქართული ოცნების დამოკიდებულება ზრდილობასთან 🙂 ისინი ფაქტიურად ნებისმიერ ნეგატიურ შეფასებით სიტყვას მიიჩნევენ უზრდელობად და პირად შეურაცხყოფად.
მოკლედ, თუ ქართული ოცნება არ გადახედავს საკუთარ კრიტერიუმებს, ომბუდსმენად დაგვისვამენ პოლიტიკურ გვამს, რომელსაც არ გააჩნია აზრი არც ერთ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც არასდროს არაფერზე ბრაზდება, რომელსაც მოსწონს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი და მთელი ცხოვრებაა იყენებს შეზღუდულ ლექსიკას ფბ არ გამოუყენებია ისეთი სიტყვაც კი, როგორიცაა “ჩმორი”.
პ.ს. კიდევ კარგი ჩემი კანდიდატურა არ განიხილება, თორემ ოცნების დეპუტატები რომ დაიწყებდნენ ჩემი ფბ პოსტების ციტირებას, დედისტრაკის ტრიალს ვერ გასცდებოდნენ სხდომათა დარბაზში 🤣
პ.პ.ს. ა, ჰო, კიდევ ოცნება თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელია და სოფიო კილაძე ერთი მასშტაბის პროფესიონალები არიან თავიანთ საქმეში 😉 🤣” , – წერს პატარაია.