დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი რიში სუნაკია. 42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდა. ის ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს აღწევს და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან. მათი შემოსავლის მთავარ წყაროდ ტექნოლოგიური და ჰეჯ-ფონდები სახელდება. გარდა ამისა, აკშატა მურთი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. სუნაკი ქვეყნის მასშტაბით 15 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს.
სუნაკი Ifosys პროგრამულ კოდებს შეიმუშავებს და IT სერვისების ექსპორტს ეწევა. მის კლიენტებს შორის არის SAP, Microsoft და Oracle. ბანგალორში, Infosys-ის კამპუსს 2004 წლის დეკემბერში პუტინიც სტუმრობდა.