უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დოროყაშვილ-ბასილაშვილის გახმაურებულ სასამართლო პროცესს ეხმაურება:
“რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, ვინც თვილის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ.
really?!
ამის იქეთ რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?
ჯიზეზ!
სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, (თუმცა ტლუ) სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები.
ვერ მოგართვით! :)))))))
ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი (და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).
შეეგუეთ!”, – წერს უფლებადამცველი.