ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმეს ეხმაურება:
“ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმეში, ასე გადაჭრით და ხელაღებით ან ერთის უდანაშაულობის როგორ გჯერათ, ან მეორის ბრალეულობის? რომელმა თქვენგანმა იცის დანამდვილებით, რა ხდებოდა მათ შორის? რეალური სურათი არც მე ვიცი, მაგრამ ის ჩანაწერები, რაც ფბ-ზე ტრიალებს, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ ბასილაშვილის აღარც ერთ თამაშს არ ვუყურო, დოროყაშვილის მსგავსებს კი ვურჩევ, არასდროს დარჩეთ ცხოვრებაში თქვენი გარეგნობის და სხვისი ფულის იმედად. როგორ მინდა, ყველა ქალს ეყოს გამბედაობა და განათლება, ძალადობის პირველივე გამოვლენისას გაეცალოს მოძალადეს, განაცხადოს პოლიციაში, სადაც კი არ დასცინებენ, დაიცავენ მოძალადისგან და მისგან შორს, საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნებულმა გააგრძელოს ცხოვრება. თუ ვინმე მძულს ცხოვრებაში, მოძალადე კაცებია, მაგრამ სხვის ფულებზე დაგეშილი, თავცარიელი გოგოებიც რომ ძნელი ასატანია!” – წერს გვასალია