Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა – დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

October 21, 2022
რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა – დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მადემ­ნა გვა­სა­ლი­ამ NYT Style Magazine-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც სა­უბ­რობ­და სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, მისი ოჯა­ხის სო­ხუ­მი­დან გაქ­ცე­ვა­სა და იმა­ზეც, თუ რა­ტომ ვერ დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში…

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

2022 წლის წლის მარ­ტში, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ, პა­რიზ­თან ახ­ლოს Balenciaga-ს კო­ლექ­ცი­ის მო­რი­გი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო, დემ­ნამ შო­უ­ში ის მდგო­მა­რე­ო­ბა აღ­წე­რა, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ის ფაქ­ტი, რომ მო­დე­ლებ­მა პო­დი­უმ­ზე ნამ­დვი­ლი ქა­რიშ­ხა­ლი გა­ი­ა­რეს, ამ მოვ­ლე­ნე­ბის ერ­თგვარ მე­ტა­ფო­რად იქცა. გვა­სა­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდარ­მა კონ­ფლიქტმა მას წარ­სუ­ლის ტრავ­მა გა­ახ­სე­ნა. 1993 წელს იგი­ვე მოხ­და მის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში და ის “სა­მუ­და­მოდ ლტოლ­ვი­ლად იქცა“.

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

“ეს არის ის, რაც შენ­ში რჩე­ბა. შიში, სა­სო­წარ­კვე­თა, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ შენ არა­ვის სჭირ­დე­ბი”, – ამ­ბობს დემ­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აღარ იყე­ნებს გვარს გვა­სა­ლი­ას, რათა გა­მო­ყოს თა­ვი­სი პი­რა­დი “მე” პრო­ფე­სი­ის­გან.

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

1992 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, დემ­ნა 11 წლის იყო. ჯა­რე­ბის მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ სო­ხუმ­ში შეს­ვლის შემ­დეგ, მშობ­ლებ­თან, უმ­ცროს ძმას­თან და რამ­დე­ნი­მე ნა­თე­სავ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში გაქ­ცე­ვამ მო­უ­წია. ჯერ მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის­კენ, შემ­დეგ კი გზა ფე­ხით გა­აგ­რძე­ლეს. ამ რთულ “მოგ­ზა­უ­რო­ბას“ სამი კვი­რა დას­ჭირ­და.

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

41 წლის დემ­ნა იხ­სე­ნებს, რომ ომამ­დე იყო “კე­თი­ლი ბიჭი“, რო­მე­ლიც ოჯა­ხის­თვის მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ებს აწყობ­და, ხა­ტავ­და. ამ­ბობს, თუ რო­გორ გა­ი­გო ერთ ღა­მეს მა­მა­მი­სის ნათ­ქვა­მი, რომ თუ მათ მძევ­ლად აიყ­ვან­დნენ, ერ­ჩია თავი მო­ეკ­ლა და შვი­ლე­ბი და­ე­ხო­ცა, ვიდ­რე მათი წა­მე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა. ამის შემ­დეგ მა­მის შიში გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა იცო­და, რომ ის ამას არა­სო­დეს გა­ა­კე­თებ­და.

მის­მა ოჯახ­მა თბი­ლის­ში უსაფრ­თხოდ ჩას­ვლა მო­ა­ხერ­ხა და ამ დრო­ის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბა, დემ­ნას თქმით, სა­წოლ­ში ძილი იყო. დემ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბით იხ­სე­ნებს – იქ დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს, რად­გან ღიად გეია, ახ­ლობ­ლე­ბი კი ჰო­მო­ფო­ბე­ბი ჰყავს.

მისი ორი­ენ­ტა­ცია არის ის, რაზე ლა­პა­რა­კიც დემ­ნას არ შე­უძ­ლია ისე, რომ ხმა­ში სევ­და არ შე­ე­პა­როს. მე­ზობ­ლის მე­გო­ბარ­თან შეხ­ვედ­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­რულ­და, რო­დე­საც მათ­თან ოჯა­ხის წევ­რი შე­ვი­და და დემ­ნას ბი­ჭის კი­დევ ნახ­ვა აუკ­რძა­ლა. პირ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც შე­უყ­ვარ­და, მას სექ­სკლუ­ბე­ბი და საკ­რუ­ი­ზო ად­გი­ლე­ბი გა­აც­ნო. “მას­წავ­ლა რო­გორ მყვა­რე­ბო­და, მაგ­რამ ის არა, რო­გორ მყვა­რე­ბო­და სა­კუ­თა­რი თავი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ის არის, რომ ვერ ვბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან იქ მე­მუქ­რე­ბი­ან, რომ თუ დავ­ბრუნ­დე­ბი…. ბი­ძა­ჩე­მი ერთ-ერთი მათ­გა­ნია“, – ამ­ბობს დემ­ნა.

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

დემ­ნამ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა პირ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­მა­კაც­თან, რო­მელ­მაც, მისი სი­ტყვე­ბით, “ას­წავ­ლა რო­გორ უნდა უყ­ვარ­დეს, მაგ­რამ არ ას­წავ­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი“. პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი მას 25 წლის ასაკ­ში შე­უყ­ვარ­და, თუმ­ცა მშობ­ლებს ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ 32 წლის ასაკ­ში გა­უმ­ხი­ლა.

“ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სა­დაც ვერ ვი­ტყო­დი, რომ გეი ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მკაც­რი ბიჭი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო გა­დარ­ჩე­ნა იქ, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი”, – თქვა დი­ზა­ი­ნერ­მა.

მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ლაგ­და, რო­დე­საც 2016 წელს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნო. კომ­პო­ზი­ტო­რი და მუ­სი­კო­სი ლოიკ გო­მეს­სი და დემ­ნა 2017 წელს და­ქორ­წინ­დნენ. ახლა ის ცი­უ­რი­ხის მახ­ლობ­ლად ცხოვ­რობს 30 წლის ქმარ­თან ერ­თად. მათ­თან ცხოვ­რობს დემ­ნას დე­დაც.

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, გვა­სა­ლია ამ­ბობს, რომ ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მის საქ­მი­ა­ნო­ბას Vetements-ში “გა­ტე­ხი­ლი თა­ო­ბის სა­მო­სი” უწო­და, მე­ო­რემ კი თქვა, რომ მან გა­ყი­და Balenciaga-ს “და­ხე­უ­ლი და ჭუ­ჭყი­ა­ნი” სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი 1850 დო­ლა­რად, ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც უფრო ძვი­რია, ვიდ­რე ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­თვი­უ­რი ქირა”. მის ნა­მუ­შე­ვარ­ზე ასეთ­მა რე­აქ­ცი­ამ დი­ზა­ი­ნე­რი ძა­ლი­ან გა­აკ­ვირ­ვა.

დემ­ნას არ უყ­ვარს ფუ­ფუ­ნე­ბა.

რატომ არ ბრუნდება დემნა გვასალია საქართველოში და რატომ შეეშინდა მამის, როდესაც მის საუბარს ყური მოკრა - დიზაინერის ძალიან პირადული ინტერვიუ

მი­უ­ხე­და­ვად დი­დე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, დემ­ნა აგ­რძე­ლებს კომ­პლექ­სებ­სთან და ში­ნა­გან პრობ­ლე­მებ­თან ბრძო­ლას და ამა­ზე ფსი­ქო­ლოგ­თან სა­უბ­რობს. ის აღი­ა­რებს, რომ “სარ­კე­ში ყუ­რე­ბის დიდი პრობ­ლე­მა აქვს“, რის გა­მოც სა­ხე­ზე შავ ნი­ღაბს იფა­რებს…

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არათუ ევროპას დავკარგავთ, არამედ ქართველი ერის სრული დეგრადაცია მოხდება”- გედევან ფოფხაძე
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – ვრცელდება კადრები ადგილიდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge