ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნარაზენის მკვიდრი, 38 წლის ლიკა ჯანჯღავა მოულოდნელად გარდაიცვალა. მას სამი შვილი დარჩა.
“ყველაზე უმცროსი 1 წლისაა, უფროსი 17 წლის. სამივე მამასთან იყო მეორე ოთახში, შემოესმათ დაცემის ხმა და რომ მივიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო“, – განუცხადა გამოცემას ოჯახის ახლობელმა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, თრომბია.
ახალგაზრდა ქალს ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„მშვიდობით ჩემო ლამაზო გოგო, ძალიან მტკივა უშენობა, მიყვარხარ სამუდამოდ”.
,,შეხვედრამდე ჩემო ლამაზო გოგო, გამანადგურე, მომკალი… ჩემი ანგელოზი. ჩემი საფიცარი გოგო აღარ მყავს”
,,გაფრინდა ჩვენი ლამაზი გოგო ანგელოზებთან, სული მეწვის… ლიკა“, – წერენ ახალგაზრდა ქალის მეგობრები სოციალურ ქსელში.