ილონ მასკი Starlink-ს თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომს გახდის, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სერვისი 2023 წელს ამოქმედდება და უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს, ყველა თვითმფრინავზე 350 Mbps-მდე, რომელსაც Starlink ტერმინალი აქვს, რაც საკმარისია ონლაინ თამაშებისა და ვიდეო ზარებისთვის.
არსებული ინფორმაციით, ჰაერში ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 10 Mbps-ს აღწევს და კავშირი არსებობს კონტინენზებზე და არა ზღვაზე ან ოკეანეში.
SpaceX-ის ცნობით, ინტერნეტის დაფარვა გლობალური და ხელმისაწვდომი მთელი ფრენის განმავლობაში იქნება.