ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სოციალური ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და წერს:
“საქართველოს ხელისუფლებას უკვე აღარ მივმართავ – რაც გაფრთხილეთ პერიოდულად და ახდენის შემდეგ “აპუსტიაკეთ”, ვითომც არაფერი ხდებოდა – ეგ ცალკე. ახლა ბიძინა ივანიშვილს მივმართავ.
ვიცი და მესმის, რომ არ გესმით არც ერთი სწორი რჩევა, რომელიც ქართული სახელმწიფოს, მისი მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამჯერად ვიტყვი იმას რაც პირადად თქვენ გეხებათ: როგორც კი ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის თქვენი მგზნებარე მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ
მათი, მათი შვილების ევროპული მომავალი დასამარდა – თქვენი და თქვენი გარემოცვის პირადი ინტერესების, თქვენი და თქვენი გარემოცვის მერკანტელიზმის, თქვენი და თქვენი გარემოცვის კოლაბორაციონიზმის გამო – სუბარი-ხუნდაძე, პრემიერი მთავრობით, ბაგურ კვებაზე რომ გყავთ ეგ ინწელიგენცია კი არა, ჯარიც ვერ შესძლებს თქვენს და თქვენი გარემოცვის დაცვას. ეს კრუხ-წიწილები კი წიავ-წიავის რეჟიმშიც ვეღარ შეგრჩებათ. ეს არ არის ყვითელი ბარათი – ეს უკვე მეწამული ფერია.
აგერ გეუბნებით, მაგრამ აზრი? იკაკოები დაგამშვიდებენ. ჰო და იმშვიდავეთ…. დაიჯერეთ, ოპოზიციიდან თქვენი ფავორიტების სახსენებელი ბუნდღაც ფა-ფუ“, – წერს გოჩა მირცხულავა.