Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გა­მო­დის – 22 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვა­კის პარკში სა­სიკ­ვდი­ლო დენი გა­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ველ წუთს ვი­ღაც მო­ეკ­ლა? – ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე

October 19, 2022
„გა­მო­დის – 22 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვა­კის პარკში სა­სიკ­ვდი­ლო დენი გა­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ველ წუთს ვი­ღაც მო­ეკ­ლა? – ვახო სანაია გამოძიების პირველად შედეგებზე

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია სოციალურ სქელში პოსტს აქვეყნებს და ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს ეხმაურება:

“დე­ტა­ლუ­რად და მარ­ტი­ვად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ვერ­სია, რო­მე­ლიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.გა­ვეშ­ვათ კას­კა­დის სხვა ნა­წი­ლებს. გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­ბე­დის­წე­რო შად­რევ­ნის სა­კი­თხი.

რა გვი­თხრა გა­მო­ძი­ე­ბამ: 2022 წლის 26 აგ­ვის­ტოს “გრინ­სერ­ვის +” და მე­რი­ას შო­რის ვა­კის პარ­კის ამ კონ­კრე­ტულ შად­რე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­ი­წუ­რა სა­კი­თხი. გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი. მე­რი­ამ თქვა, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში­აო, მომ­წონ­სო და ჩა­ი­ბა­რა. ამის შემ­დეგ გა­დის თით­ქმის ერთი თვე. 22 სექ­ტემ­ბერს, როცა შად­რე­ვა­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ცაა და ჩა­ბა­რე­ბუ­ლიც, მე­რი­ის ჩი­ნოვ­ნი­კი, კერ­ძოდ, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იბა­რებს ან ურე­კავს “გრინ­სერ­ვის+” მე­ნე­ჯერს და ეუბ­ნე­ბა: ელექტროძ­რა­ვი­დან წყლის შავი ფე­რის მი­ლე­ბი რომ გა­მო­დის, არ მოგ­ვწონს ეგრე და თეთ­რად, უჟან­გა­ვით შე­ფუ­თე­თო. ამას ეუბ­ნე­ბა არა დი­რექ­ტორ ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს, არა­მედ მის მე­ნე­ჯერს – ა.მ-ს.ეს მე­ნე­ჯე­რი წა­ვი­და და თა­ვის უფ­როს ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უთხრა, შავი ფე­რის მი­ლე­ბის თეთ­რად შე­ფუთ­ვას გვთხო­ვე­ნო.

ფურ­ცხვა­ნი­ძემ უთხრა, კარ­გი, და­უ­კავ­შირ­დი ჩვე­ნი ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელს, კონ­კრე­ტულ პირს და მას შე­უკ­ვე­თეო. აქ ცოტა ბუნ­დო­ვა­ნია, რას ნიშ­ნავს წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის შეკ­ვე­თა? კომ­პა­ნი­ას შე­უკ­ვე­თა თუ წარ­მო­მად­გე­ნელს ? ეს არ ჩანს გა­მო­ძი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.გან­ვაგ­რძოთ. “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადგა და ორი ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი და­ი­ქი­რა­ვა. მი­ვი­და ეს ორი კაცი ვა­კის პარკში. ელექტროძ­რავს მოხ­სნეს ცხა­უ­რი, მი­ლებ­ზე თეთ­რი კონ­სტრუქ­ცია და­ა­მაგ­რეს და და­ხუ­რეს ცხა­უ­რი. ამ ცხა­ურ­სა და ბე­ტონს შო­რის მო­ა­ყო­ლეს ელექტრო­სა­დე­ნი, იზო­ლა­ცია და­ირ­ღვა და ამან გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი.

ამის მერე ვინც ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლე­ბი უშუ­ა­ლოდ და­ი­ქი­რა­ვა ანუ “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ი­კი­და ეს ამ­ბა­ვი და არ შე­ა­მოწ­მა, რო­გორ გა­ა­კე­თეს საქ­მე მუ­შებ­მა. თა­ვის მხრივ, და­ი­კი­და ,”გრინ­სერ­ვის +” საქ­მე­თა მწარ­მო­ე­ბელ­მაც. ამის მერე ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე ადგა და მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხურს წა­რუდ­გი­ნაო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ოღონდ წა­რუდ­გი­ნა შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შეო, ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შეო. სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­მაც ეს სა­მუ­შაო ჩა­ი­ბა­რა ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შეო. ერთი სი­ტყვით, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის სიკ­ვდი­ლიო. ეს გვი­თხრა გა­მო­ძი­ე­ბამ.

ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა. ერთ დი­ლით გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს უცებ გა­ეღ­ვი­ძა და თვი­თონ­ვე გა­და­წყვი­ტა შავი მი­ლე­ბის თეთ­რად შე­ფუთ­ვა? ზე­მოთ არ იკი­თხა? ასე თა­ვი­სით ადგა და შეც­ვა­ლა დას­რუ­ლე­ბულ პრო­ექ­ტში დე­ტა­ლე­ბი? ან შად­რევ­ნის ჩა­ბა­რე­ბი­დან ერთ თვე­ში მიხ­ვდა, რომ ის შავი მი­ლე­ბი არ უხ­დე­ბო­და? სი­ნამ­დვი­ლე­ში ნეტა ვის არ მო­ე­წო­ნა ეგ შავი მი­ლე­ბი?
ერთი სი­ტყვით, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, ამის შემ­დეგ, უკვე ოქ­ტომ­ბერ­ში, კა­ლა­ძე მი­ვი­და და გახ­სნა შად­რე­ვა­ნი. მე­ო­რე დღეს შად­რე­ვან­ში ბავ­შვს დენ­მა და­არ­ტყა და და­ი­ღუ­პა.

და­ვუბ­რუნ­დეთ 22 სექ­ტემ­ბერს, როცა მუ­შე­ბი ვა­კის პარკში მი­ვიდ­ნენ, იმუ­შა­ვეს და, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ გვი­თხრა, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­არ­ღვი­ეს. ესე იგი, რა გა­მო­დის – 22 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვა­კის პარკში სა­სიკ­ვდი­ლო დენი გა­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ველ წუთს ვი­ღაც მო­ეკ­ლა? ვთქვათ, და­ვი­ჯე­რეთ, რომ მთე­ლი ეს ამ­ბე­ბი ორი მუ­შის ბრა­ლია.

და­ვუ­ჯე­როთ გა­მო­ძი­ე­ბას და და­ვუშ­ვათ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა: ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო და… ჯან­და­ბა! რომ არა ორი ელექტრო­შემ­დუ­ღებ­ლის ეს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა, არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბო­და, დენი წყალ­ზე არ გა­და­ვი­დო­და და ბავ­შვიც ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ოკ. ვირ­წმუ­ნოთ ეს ვერ­სია. არ გა­მოვ­რი­ცხავ. შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლაც ასე მოხ­და… მაგ­რამ რა ვუ­ყოთ უტყუ­არ ფაქტს, რომ დენი 2 წლის წი­ნაც ურტყამ­და ხალ­ხს ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში? ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ვი­დე­ოც გა­მოჩ­ნდა და კი­დევ ერთხელ ავ­ტვირ­თავ! რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ახლა – მა­ში­ნაც ეს ორი მუშა იყო დამ­ნა­შა­ვე? მა­შინ რა ხდე­ბო­და შად­რე­ვან­ში ?არ ვიცი.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის სხვა ეპი­ზო­დებს. ის უკავ­შირ­დე­ბა 26 აგ­ვის­ტომ­დელ პე­რი­ოდს. შე­გახ­სე­ნებთ სწო­რედ 26-ში გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი. ამ ნა­წილს სხვა დროს შე­ვე­ხე­ბი” – წერს სა­ნა­ია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge