Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შვილი მეც მყავს, 9 წლის და დამიჯერეთ ჩემზე მეტად თქვენ არ განგიცდიათ უმძიმესი ამბავი“ – ქეთა ციცქიშვილი

October 19, 2022
„შვილი მეც მყავს, 9 წლის და დამიჯერეთ ჩემზე მეტად თქვენ არ განგიცდიათ უმძიმესი ამბავი“ – ქეთა ციცქიშვილი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის მიერ სიცილით წაკითხული ნიუსის გამო გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება:

“3 დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას სოციალურ ქსელში და მესმის ფეისბუქის მიღმა ჩურჩულიც.  ამიტომ … >

კვირას, 6 საათიანი მთავარის დასაწყისში სიცილით წავიკითხე ნიუსი, რომელიც ეხებოდა თბილისის მერიასთან, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, დაანოსებულ აქციას. ჩემი სიცილის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა დაგეგმილი აქცია და მითუმეტეს ამ ამბის შინაარსი(ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა).

მიზეზი იყო სულ სხვა და ამის განმარტებას აქ, ბევრი რამის გამო, არ დავიწყებ.

მაყურებელი ჩვენგან დაცლილი ემოციით ელოდება ახალი ამბის გაგებას და ჩემთვის, ესეც ერთ-ერთი ნაწილია პროფესიონალიზმის. მაგრამ ჟურნალისტებამდე ჩვენც ადამიანები ვართ.  ხანდახან ხდება ხოლმე.

ამ სტატუსს არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვისაც 3 დღეა მეტი საქმე არ აქვს და იმას ამტკიცებენ, ბავშვის სიკვდილი გაუხარდა და მაგიტო

იცინოდაო. ამ ნაწილთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

ვიფიქრე და ამ სტატუსის დაწერა გადავწყვიტე იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად მიცნობს ან არც ისე კარგად, მაგრამ იცის ვინ ვარ და რისი გამკეთებელი და

მაინც,გულის სიღრმეში დაუშვა, რომ სიცილი შემთხვევითი არ იყო.  ვიფიქრე, ამის თქმა იმიტომ, რომ “მთავარ არხს” წარმოვადგენ, სწორია ჩემგან იცოდეთ, რომ სიცილის მიზეზი სხვა მოვლენა იყო. ბოდიში იმ მაყურებელს, ვისაც რეალურად ახალი ამბის გაგება უნდოდა და მათთვის არ იყო ჩემი სიცილი ლამაზი. დანარჩენებს, ზურგს უკან რომ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, არც კი ვიცი რა გითხრათ.

13 ოქტომბერს მე მომიწია ეთერში მეთქვა, რომ მარიტა გარდაიცვალა. შვილი მეც მყავს, 9 წლის და დამიჯერეთ ჩემზე მეტად თქვენ არ განგიცდიათ უმძიმესი ამბავი. იმ ჩართვის დროსაც არ ვიყავი ემოციებისგან დაცლილი და მოდი ,როგორც ჟურნალისტი ამისთვისაც მოვიხდი ბოდიშს.

3 დღეა ჩემი სიცილის იქით ტრაგედია და სალაპარაკო ვერ ნახეს. ვერ გაიგეს ბრაზი საით მიმართონ, სამწუხაროა.

P.S. ისე იცოდეთ,რომ სანამ თქვენ ეთერიდან რამეს გაიგებთ,  მანამდე ჩვენ გვიხარია,ჩვენ  გვწყინს,ჩვენ გვტკივა და ჩვენ ვტირით ამბებზე, რომელსაც გიყვებით.”  წერს ციცქიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპული მარშის მონაწილეებზე, სავარაუდოდ, მიგზავნილმა ტიტუშკამ თავდასხმა სცადა
  • “ყველაზე ცუდი პროგნოზი ახდა” – კოტე კემულარია
  • საპატრიარქო ილია მეორის მისალოც წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge