ვაკის პარკში დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი ახალგაზრდებმა ბათუმშიც მიაგეს.
ისინი ქალაქში მსვლელობის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ბაღში მივიდნენ, გარდაცვლილის ფოტოები და ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს ახლობლებს, ეს არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია და ასეთი შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს. ასეთ დროს ერთმანეთის თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი, მოვუწოდებთ ყველა ბათუმელს, მოვიდეს და გამოხატოს საკუთარი ტკივილი“, – ამბობს აქციის მონაწილე ზვიად ცეცხლაძე.