გიორგი ნაზღაიძემ დნმ-ის ტესტი გაიკეთა, რომლითაც შეძლებს დაამტკიცოს, რომ მას შვილი ჰყავს.
ინფორმაციას “ვეძებ“ გუნდის დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის ლაივ-ვიდეოდან გახდა ცნობილი:
“გიორგის შვილი არც სამშობიაროდან არის მოპარული და არც გაშვილებული არ არის. გიორგის შვილი ნაპოვნია, გიორგიმ იცის მისი მისამართი, საცხოვრებელი ადგილი. პრობლემა ის არის, რომ ბავშვი არ არის საქართველოს მოქალაქე და ბავშვი არის სხვისი ოფიციალური შვილი, შესაბამისად, გიორგი ვერ სარგებლობს იმ უფლებებით, რომლითაც უნდა სარგებლობდეს მშობელი. მას არ აქვს იმის საშუალება, რომ გაიკეთოს გენეტიკური ანალიზი და არ აქვს იმის საშუალება, რომ დაითანხმოს ბავშვის მშობელი ამ ყოველივეზე, ამიტომაც გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ჯგუფის დახმარებით გაიკეთოს გენეტიკური ტესტი“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
ცნობისთვის, პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის დაწყებისას, გიორგი ნაზღაიძემ განაცხადა, რომ მას ჰყავს შვილი, თუმცა, მისი ნახვის საშუალებას ბავშვის მეურვეები არ აძლევენ.