განიხილება როგორც “კომენდანტის საათის” მოხსნის, ასევე “კომენდანტის საათის” დროის შემცირების საკითხი და ამაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისკენ და არა ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად.
„რა თქმა უნდა, განიხილება, როგორც კომენდანტის საათის დროის შემცირების საკითხი, ასევე საერთოდ მისი მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება და ალბათ ამაზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მინდა, ერთი რამ დავამატო, რომ საერთოდ, ჩვენი რეკომენდაცია და შესაბამისად, შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები, სამწუხაროდ, ეს არ იყო ჩვენი ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად. ლაპარაკი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.