Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი ორგანიზმი მაძლევდა სიგნალს, მაგრამ საკუთარ თავთან ამის აღიარება მიჭირდა, დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია” – თიკო სადუნიშვილის აღიარება

October 10, 2022
“ჩემი ორგანიზმი მაძლევდა სიგნალს, მაგრამ საკუთარ თავთან ამის აღიარება მიჭირდა, დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია” – თიკო სადუნიშვილის აღიარება

თიკო სადუნიშვილი მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ დუმილს არღვევს – ის გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” ესტუმრა და მისი გაუჩინარების შესახებ პირველად ალაპარაკდა.

როგორც მომღერალი ყვება, მას ჰქონდა დეპრესია, უფიქრია სუიდიზეც და ჰქონდა ძალიან რთული პერიოდი, კლუბურ ნარკოტიკებსა და ე.წ. ანტიდეპრესანტებზე იყო დამოკიდებული, რამაც გარკვეულწილად მისი ტელესივრციდან გაქრობა გამოიწვია.

“ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცების გადაფასებას იწყებს და ეჭვი შეაქვს იმაში, რასაც აკეთებს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. თითქოს აზრს კარგავ და არ იცი რას ემსახურება ის ყველაფერი, რასაც აკეთებ. ალბათ ჩემი გაქრობა ტელესივრციდან სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მქონდა დეპრესიული მომენტები, ზუსტად ის პანიკური შეტევები, რაზეც ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ. მქონდა დამოკიდებულება სააფთიაქო აბებთან, ე.წ. ანტიდეპრესანტებთან. დამოკიდებული ვიყავი ასევე ნარკოტიკებზე, ნივთიერებებზე ვიყავი დამოკიდებული. მინდა დავაკონკრეტო, რომ მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს.

სამწუხაროდ, დღეს სამყაროში განვითარების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი დახვეწილი ნივთიერებები, რომ გვერდითი მოვლენები არ ჰქონდეს. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაგ ნივთიერების მიღება, მაინც, გვინდა არ გვინდა, გვერდითი ეფექტები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ნივთიერებების ბრალია ის დაზიანება, რომელიც მივიღე, თუმცა დიდი წვლილი ნივთიერებებსაც მიუძღვის.

დგება ცხოვრებაში ანალიზის და გაცნობიერების პროცესი. ჩემს შემთხვევაში ესე მარტივად არ ყოფილა, ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი. დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია და ჩემს ცხოვრებაში დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო. ოთახიდან არ გამოსვლებით, სახლში ჩაკეტვით. ადამიანებთან ურთიერთობის შიში გაჩნდა. იყო პერიოდები, როდესაც სუიციდზეც მეფიქრებოდა. რაღაც მომენტში ეს იყო ფსკერი. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი ფსკერი აქვს, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველაზე რთული იმის აღიარებაა, რომ ცუდად ხარ და ეს შენი მოწყვლადობა აჩვენო სხვა ადამიანებს, ითხოვო დახმარება”, – საუბრობს სადუნიშვილი.

 

 

Tags: თიკო სადუნიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შატალოზეა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში” – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი
  • შეიცვლება თუ არა ამინდი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge