ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “რეალის“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასი აცხადებს, რომ სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და წინა პოსტი იმის შესახებ, რომ იგი გეია, მას არ დაუწერია.
“ანგარიში დამიჰაკეს, ახლა ყველაფერი წესრიგშია, ბოდიშს ვუხდი ჩემმს გამომწერებს და კიდევ უფრო დიდ ბოდიშს ვუხდი LGBT საზოგადოების წარმომადგენლებს” – დაწერა სპორტსმენმა “ტვიტერზე”.
ცოტა ხნის წინ კასილასის “ტვიტერზე” გაჩნდა პოსტი, რომელშიც ლეგენდარული მეკარე საზოგადოებას მისი სექსუალური იდენტობის შესახებ ამცნობდა: “იმედი მაქვს, რომ პატივს მცემთ: მე გეი ვარ. ბედნიერი დღე“.
მის “ტვიტს“ არაერთი კომენტარი მოჰყვა. მათ შორის ყურადღება მიიპყრო ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის, კარლეს პუიოლის კომენტარმა – “დროა, ჩვენი ამბავი მოვყვეთ, იკერ“, – წერდა პუიოლი.