“ტვ პირველის” ინფორმაციით, თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია და შსს-ს მაღალჩინოსანი, ლევან აბუაშვილი, მექსიკის საზღვრის უკანონო კვეთით ამერიკაში გაიქცა.
თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნის მამა ამბობს, რომ მისმა შვილმა სამსახური მოულოდნელად დატოვა. ერთ დღეს ლევან აბუაშვილი სახლში მივიდა, მხოლოდ მშობელს უთხრა, რომ სისტემისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა და ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.
ლევან აბუშვილი ახლა ამერიკაში მძღოლად მუშაობს. პარალელურად, ადვოკატის დახმარებით ცდილობს, სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს საჭიროებს. გომელაურის უწყებიდან გაქცეულ პოლიციელს სურს, როგორმე, მეუღლე და შვილიც ამერიკაში წაიყვანოს.
ფოტო: tvpirveli