ტრაგედია ახმეტაში – სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
წინასწარი ცნობით, სოფელ დუმასტურში, ძიუდოს დარბაზში, მოზარდმა სავარაუდოდ ქალას ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.
“დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა “– ყვებიან “მთავარი არხის” ცნობით, სოფელში.
როგორც ირკვევა, მოზარდი სოფელ ქისტაურიდანაა.
“მიქსმეტრონომი” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.