წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალებას ზუსტი მიზეზი: მკვლელობა, თვითმკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა. ან შეშინების მიზნით, თავად გადაისხა.
„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი მომხდარის დეტალებს უყვება.
„ვიცი, რომ ქმარი ძალიან ავიწროებდა ამ გოგოს. ხალხმაც იცის. ეს გოგო საპირფარეშოში ნახეს, ბენზინი ჰქონდა გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული.
როცა ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ გარდაიცვალა დილით(ფილტვები არ გაეხსნა). ქმარს უთქვამს მე წავუკიდე ცეცხლიო. ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო.