Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ მოტყუვდეთ, რომ “საქართველოში უნივერსიტეტები არ ვარგა”… მოითხოვე განათლება, უფასოზე სწავლობ თუ ფასიანზე, ძვირიანში თუ იაფფასიანში” – სერგი კაპანაძის რჩევები პირველკურსელებს

August 30, 2022
“არ მოტყუვდეთ, რომ “საქართველოში უნივერსიტეტები არ ვარგა”… მოითხოვე განათლება, უფასოზე სწავლობ თუ ფასიანზე, ძვირიანში თუ იაფფასიანში” – სერგი კაპანაძის რჩევები პირველკურსელებს

დღეს, 12:00 სა­ათ­ზე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ჩა­რი­ცხვი­სა და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

NAEC-ის დი­რექ­ტო­რის, სო­ფიო გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა სულ 32 100-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მო­ი­პო­ვა. მათ­გან სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი 6550-მდე გა­მო­საც­დელ­მა მო­ი­პო­ვა, მათ შო­რის 1000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა 100%-იანი გრან­ტი, 70%-მდე 1500-მდე, 50%-იანი გრან­ტი კი – 4000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მო­ი­პო­ვა.

2022 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში 41 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ამ თე­მა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­სა და პირ­ველ­კურ­სე­ლებს რჩე­ვას აძ­ლევს პო­ლი­ტი­კო­სი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი სერ­გი კა­პა­ნა­ძე.

“უკვე 18 წე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ, ჰოდა, სულ მინ­დო­და, რომ რა­ღაც რჩე­ვა მი­მე­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის­თვის და ვერ მო­ვა­ბი აქამ­დე თავი. ჰოდა, ახლა ვცდი სტუ­დენ­ტო­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი პე­რი­ო­დია. ეგ უკვე ალ­ბათ ისე­დაც იცით და ერთი სული გაქვთ გა­მო­ცა­დოთ. უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ (ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით).

1. სა­ბო­ლოო ჯამ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი თქვენ გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ რაც მარ­თლა გა­ინ­ტე­რე­სებთ და გჭირ­დე­ბათ, ის ის­წავ­ლოთ. ამი­ტომ, რაც მალე გა­ერ­კვე­ვით, რა გინ­დათ რომ აკე­თოთ, მით უკე­თე­სია. ის, რომ ახლა სა­დღაც ჩა­ა­ბა­რეთ, არ ნიშ­ნავს, რომ ვალ­დე­ბუ­ლი ხართ ეს არ­ჩე­ვა­ნი არ შეც­ვა­ლოთ. არ შე­გე­შინ­დეთ, თუ პირ­ველ კურ­სზე აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ იუ­რი­დი­უ­ლი კი არა, სა­მე­დი­ცი­ნო გინ­დათ, სა­მარ­თა­ლი კი არა – სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჯერ კი­დევ გაქვთ დრო შეც­ვა­ლოთ. არა­თუ დრო გაქვთ, მარ­ტი­ვია შეც­ვლა. ამ ამ­ბავ­ში არა­ვის ენ­დოთ. თქვენ რაც გინ­დათ ის უნდა ის­წავ­ლოთ და აკე­თოთ.

2. არ შე­გე­შინ­დეთ, თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ ორი, ან სამი რა­მის კე­თე­ბა გინ­დათ და შე­გიძ­ლიათ. მო­მავ­ლის სა­მუ­შაო ბა­ზა­რი მრა­ვალ­მხრი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ახალ­გაზ­რდებს მე­ტად და­ა­ფა­სებს. ოღონდ, თუ რამ­დე­ნი­მეს აირ­ჩევთ, ეცა­დეთ ყვე­ლა არ­ჩე­ულ სფე­რო­ში მა­გა­რი იყოთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რამ­დე­ნად ჯო­ბი­ხართ თქვენს თა­ნა­ტო­ლებს და კონ­კუ­რენ­ტებს, ეგ და­გი­ფას­დე­ბათ. სამი სა­შუ­ა­ლო ან და­ბა­ლი უნა­რის მქო­ნე სა­შუ­ა­ლო თა­ნამ­შრო­მელს მე ისევ ერ­თის მქო­ნე და მა­გა­რი მირ­ჩევ­ნია.

3. თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ხელ­შია. ოღონდ, ჯერ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნდა შე­იქ­მნათ. რო­გორ? შეხ­ვედ­რა­ზე წას­ვლით, ლექ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბით, სტა­ჟი­რე­ბე­ბით, კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იდე­ე­ბის და­ტესტვით, გა­ნა­ცხა­დე­ბის შევ­სე­ბით, გა­რის­კვით. თუ მარ­ტო გაკ­ვე­თი­ლებს ის­წავ­ლით, შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ნიშ­ნე­ბი მი­ი­ღო, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ტო­ვო. სწორ დროს სწორ ად­გილ­ზე ყოფ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა სტუ­დენ­ტი ხარ.

4. არ მო­ტყუვ­დეთ, რომ “სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი არ ვარ­გა” და “გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა იმ­დე­ნად ცუ­დია, რომ…”, “დიპ­ლომს აზრი არ აქვს” და ა.შ.. გა­აჩ­ნია რას ადა­რებთ. ფი­ნეთს? მა­შინ კი, ცუ­დია. 20 წლის წი­ნან­დელს? შე­და­რე­ბაც არ არის, იმ­დე­ნად უკე­თე­სია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფაქ­ტი ის არის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლია მი­ი­ღო ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გაგხდის სა­ბა­ზი­სოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს შენს არ­ჩე­ულ სფე­რო­ში. და­ნარ­ჩე­ნი, რამ­დე­ნად ამ ბა­ზა­ზე და­ა­შე­ნებ მეტ ცოდ­ნას, მთლი­ა­ნად შენს ხელ­შია.

5. არ მოგ­წონს ლექ­ტო­რი, ან სა­გა­ნი რო­გორ ის­წავ­ლე­ბა? თვით-გან­ვი­თა­რე­ბა სცა­დე, coursera-ზე შედი, სხვა ლექ­ცი­ას და­ეს­წა­რი, ted-ს მო­უს­მი­ნე, ახალ ამ­ბებს მიჰ­ყე­ვი, იცო­დე მსოფ­ლი­ო­ში და შენს ქვე­ყა­ნა­ში რა ხდე­ბა. გა­მარ­თლე­ბას ნუ ეძებ – ლექ­ტო­რი არ მი­ვარ­გო­და და აბა რო­გორ ვის­წავ­ლი­დიო. სხვა ლექ­ტო­რი გე­ცა­და. და თუ ლექ­ტო­რი არ გი­ვარ­გა, გა­მო­იწ­ვიე, აჩ­ვე­ნე, რომ არ ვარ­გა, რომ მეტი უნდა მოგ­ცეს. მერე წუ­წუნს აზრი არ აქვს.

6. დღეს, რო­გორც არას­დროს, შე­გიძ­ლი­ათ და­სავ­ლეთ­ში სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლოთ. უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ოღონდ ცოტა და­გეგ­მვა ჭირ­დე­ბა. ბევ­რი სტუ­დენ­ტი მი­ნა­ხავს, მე­ო­თხე კურ­სზე რომ გა­ახ­სენ­დათ უცხო­ეთ­ში სწავ­ლა და უკვე გვი­ა­ნი რომ იყო.

4 წელი გაქვთ წინ. მე-2 და მე-3 კურ­სზე გა­ა­კე­თეთ აქ­ცენ­ტი გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ზე. არ აქვს თქვენს უნი­ვერ­სი­ტეტს კარ­გი გაც­ვლე­ბი? მო­ბი­ლო­ბა სცა­დეთ. ისე მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზა­ფხუ­ლო და სხვა პროგ­რა­მებ­ში. უ ა მ რ ა ვ ი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა!

7. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი. პო­ლი­ტი­კუ­რად და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად. სა­ნამ თქვენ სწავ­ლობთ, ან ერ­თო­ბით, ვი­ღა­ცე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლონ უთ­ქვე­ნოდ, გა­გი­ზარ­დონ გა­და­სა­ხა­დე­ბი, წა­გარ­თვან ფული, შე­გი­ზღუ­დონ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მო­ახ­დი­ნონ გავ­ლე­ნა თქვენ­ზე. ამ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა არ გე­ხე­ბათ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­ზე ახ­დებს გავ­ლე­ნას. დღეს რომ არ­ჩევ­ნებს გა­გი­ყალ­ბე­ბენ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში არ შე­გიშ­ვან. შენი რა ბრა­ლია, მაგ­რამ ასე გა­მო­ვა. ამი­ტომ, ახლა გაქვს შან­სი იყო აქ­ტი­უ­რი, ჩა­ერ­თო შენი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, იარო აქ­ცი­ებ­ზე, იყ­ვი­რო, აპ­რო­ტეს­ტო და ა.შ. მერე, როცა შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გე­ყო­ლე­ბა, ამას ვე­ღარ იზამ (ალ­ბათ. იმე­დია, ვცდე­ბი ).

8. მო­ი­თხო­ვე. პირ­ველ რიგ­ში გა­ნათ­ლე­ბა. უფა­სო­ზე სწავ­ლობ თუ ფა­სი­ან­ზე, ძვი­რი­ან­ში, თუ ია­ფ­ფა­სი­ან­ში, მო­ი­თხო­ვე მეტი შე­ნი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან და ლექ­ტო­რის­გან. სხვა თუ არა­ფე­რი ფულს იხდი გა­ნათ­ლე­ბა­ში. უფა­სო­ზე თუ ხარ, მა­ინც იხდი, ყვე­ლა ვიხ­დით, ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბი­დან. თუ მო­თხოვ­ნილს არ და­გიკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, არა უშავს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს რა­ღაც გავ­ლე­ნას შენი მო­თხოვ­ნა. პროგ­რე­სი მხო­ლოდ მო­თხოვ­ნას მო­აქვს.

9. 10. 11. 12 და ა.შ: გა­ერ­თე ნუ, ამას ისე­დაც იზამთ, ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა აღარ გჭირ­დე­ბათ უბ­რა­ლოდ ისე ნუ იზამთ, რომ ოთხი წლის თავ­ზე მარ­ტო გარ­თო­ბა დაგ­რჩეთ. მერე უჭირთ ხოლ­მე ასეთ სტუ­დენ­ტებს არა­და, ის “მერე” მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა და გარ­თო­ბა მხო­ლოდ 4/6 წელი სულ ესაა. გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ!

რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც ვერ ჩა­ა­ბა­რეთ წელს. არა­ვი­თა­რი ტრა­გე­დია ამა­ში არ არის. სრუ­ლი­ად არა­ნა­ი­რი. ერთი წელი გაქვთ, რომ ცოდ­ნა გა­იღ­რმა­ოთ, გა­ერ­კვეთ რა გინ­დათ და ახ­ლი­დან სცა­დოთ. თან, ამ ასაკ­ში არ­სად გეჩ­ქა­რე­ბათ.

“წლის და­კარ­გვა” არის ჩვე­ნი წინა თა­ო­ბე­ბის მო­გო­ნი­ლი აბ­სურ­დუ­ლი ფრა­ზა. არა­ფერს არ და­კარ­გავთ, პი­რი­ქით, მეტი შან­სი გაქვთ, რომ კარ­გად მო­ემ­ზა­დოთ”, – წერს სერ­გი კა­პა­ნა­ძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილების დატოვების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
  • “მოსალოდნელია დიდთოვლობა”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge