ჟურნალისტი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“უმორჩილესად გთხოვთ არ დამცინოთ, ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარი მიდის საქართველოდან… კარგ ქვეყანაში, კარგ უნივერსიტეტში, კიდევ უფრო მეტის სწავლა უნდა ვიდრე იცის, ბევრი იცის მაგრამ მაინც მიდის, მიდის აქედან!!! გუშინ ორევუარ ფართი მოაწყო და მოკლედ გავძვერი ჩემი ნაჭუჭიდან, ძალიან კარგი იყო, გადასარევ ადამიანებში ცოტა ვიცეკვე, ცოტა ვიჭორავე, ცოტა დავლიე, ბოლოს ჩემი შვილიც შემოგვიერთდა, იქ ყველაზე უფროსი მე ვიყავი. სახლში რომ მოვედი და ძილისთვის მოვემზადე Beka Maisuradze მ ინსტაგრამის სთორიზე დამთაგა, მეც მქონდა რამდენიმე ვიდეო და ვიფიქრე მეც ავტვირთავ ინსტაგრამზე ბედნიერ სთორებსთქო … აი ვერაფრით მივაგენი სად რა უნდა მექნა ვიფიქრე ამის გამო ჩემი შვილი როგორ გავაღვიძო ჩამქოლავს: ამხელა ქალმა სთორების დადება რით ვერ ისწავლეო-მაგის თავი არ მქონდა, შევედი იუთუბიზე-how to upload stories on instagram, გეფიცებით ჰინდიზე და სუაჰილიზე მიყვებოდნენ რაღაცებს და ვიდეო არ ჩანდა, ისე მაინც რომ მივმხდარიყავი სად უნდა დამეჭირა თითი! ნუ ვიფიქრე იმდენად მარტივია აუცილებლად ვიპოვი, უბრალოდ მე გავჭედეთქო…საათნახევრის შემდეგ რაღაც პლუს ნიშანს მივაგენი, როგორც იქნა ავტვირთე – გამარჯვებული გამოვედი ინსტაგრამიდან
თავი ცოტა უფრო ახალგაზრდა მგონია, ფართიდან მოსული, ცოტა ალკოჰოლმიღებული, ცოტა გამხდარიც, პატარა გოგო ვარ რა, ფეისბუქზე შესვლაც კი არ მინდა, რა მინდა იმ მოხუცებში… რამდენიმე წუთში ტელეფონის ეკრანზე რაც კი სამყაროში არსებობს ყველა სოციალური ქსელიდან შეტყობინება მომდის, ფეისბუქის, ინსტაგრამის, ტვიტერის, ლინქდინის-უბრალოდ სადაც კი შემიხედავს ყველასი. ყველგან დაიდო ეს ჩემი “ინსტასთორები” იმის გარდა სადაც მეგონა რომ დავდე პირველ რიგში ტვიტერიდან მოვხსენი სასწრაფოდ, ახლა ამას რატომ ვწერ: ვინც იქ იყო ლამის ყველას კედელზე შევიარე და ყველას მხოლოდ სთორები უდევს ჩემს გარდა, ძაან შემრცხვა არა რა მინდოდა, 48 წლის რო ხარ და შენზე პატარებში აღმოჩნდები შემთხვევით, არ უნდა ამჩატდე ადამიანი, დაეტიე რა რაც იცი იქ, დავეთაგე ამ ახლაგაზრდა, ბედნიერ ანგელოზოვით ბავშვებს და მე დამელია ჩაი, დამეძინა ტკბილად ხო შეიძლებოდა სულ შენი ბრალია Anano Bakuradzé კიდევ სწავლა რო მოინდომე, წარმატებები ჩემო გოგო, კი იცი როდის უნდა ჩამოხვიდე-ძალიან მომენატრები” – წერს ადეიშვილი
