Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გლდანის მოლში გაოფლილი და გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა… ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო…” – შუღლაძე

August 25, 2022
“გლდანის მოლში გაოფლილი და გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა… ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო…” – შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

“გლდანის მოლში გაოფლილი და ბოლომდე გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა. მიჰქონდა მის სახესთან, ქალი უკან იწეოდა, კაცი ბარბაცებდა, მაგრამ არ იქცეოდა, რადგან ქალს პერანგიდან ეჭირა. შემდეგ მოქმედება მეორდებოდა, კაცი ნაყინს საზიზღრად ატლეკდა და მერე ისევ ცოლისკენ იწევდა…
– ხო მთხოვე ნაყინი, ჰოდა გიყიდე, რატომ არ ჭამო? – გაიძახოდა ქალი საწყლად, ხმას ბოლომდე ვერ იმაღლებდა.
ამაზრზენი იყო კაცის საქციელი და თავადაც ამაზრზენი იყო სახით: გრძელი კაუჭა ნიკაპამდე ცხვირით, თხელი და დაღრეცილი ტუჩებით, გაპარსული, ძალიან გაწითლებული… თან ასლოკინებდა ვირიშვილი.
წამოდი, წამოდიო, ასე ხომ არ ვიქნებითო, ამოთქვამდა ქალი და თან ნაყინს იცდენდა. შემდეგ ნაბიჭვარმა ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო, რითაც თავით მოძრაობის საშუალება მოუსპო – ახლა ფსონს იმაზე, რომ ქალი ნაყინს აიცილებდა, აღარავინ ჩავიდოდა…
უცბად ქალს ვიღაც ბიჭი გამოექომაგა, მანიაკს ხელი დაუჭირა. ნაყინი ძირს დაეცა, ქალი აქ გადარჩა, დროებით, რადგან ას სეზონიანი სერიალი სახლში გაგრძელდებოდა, ჟანრი: ტრილერი, საშინელებათა, სადიზმი… რეიტინგი 9.0
შევტრიალდი, სწრაფად გავშორდი იქაურობას და 543-ში ავედი, სულ ბოლოში დავჯექი. ჩემ წინ ჩია, ხანშიშესული კაცი იჯდა და მის გვერდით გაცილებით დიდი ზომის ცოლი. და მიდიოდა მათ შორის ძალიან უბრალო და გულისმომკვლელი დიალოგი:
– უსაქმური ხარ, – უთხრა ქალმა, – ზარმაცი და არაფრის მაქნისი.
– ჰო ვმუშაობ, მაგრამ არ გვყოფნის. მითხარი, ვისთან მივიდე?
– ჰოდა, არაკაცი ხარ, შენ იმედზე ჩემი მტერი იყოს.
– სად წავიდე, ვის ვჭირდები?
– სწორია, აღარავის სჭირდები.
– ცოტა ჩუმად ილაპარაკე, სირცხვილია.
– რა არის სირცხვილი: ავადმყოფი და არაკაცი რომ ხარ?
– ხომ იცი, ძალიან ცუდად ვხვდები, ასე რომ მელაპარაკები, თავის მოკვლა მინდება.
– ჰოდა, მიდი, დავისვენებთ ყველა.
და გამინათდა, მე მივხვდი, შემდეგ ცხოვრებაში რაც მოხდება. ეს ჩია კაცი და ის საწყალი ქალი მოლიდან ერთმანეთს შეხვდებიან, ერთად იცხოვრებენ, ბევრი ფული შეიძლება არც მერე ჰქონდეთ, სიღატაკეში იქნებიან, ვერც წამლებს იშოვიან, აღარც შვილები მიხედავენ, მაგრამ ერთმანეთს არ დაადანაშაულებენ, პირიქით – გაამხნევებენ, ერთმანეთს ლოყებსა და თვალებს დაუკოცნიან, შეუძლებელს შეძლებენ, ერთმანეთი უფრო ეყვარებათ, ვიდრე ფული, იქნებიან ბედნიერნი და აი, ეგრე დაიხოცებიან.
ეს ბაკლანა ქალი და ის, პირტიტველა, ნაყინიანი არამზადა კი მოლის ცენტრში იდგებიან მთელი თავიანთი ცხოვრება, ვერსად წავლენ… ქორწინებიდან სულ რაღაც ერთი თვეში დაიწყება მათი დაუნდობელი შეტაკება, სწორედ ის, რასაც მთელი წინა ცხოვრებები იწვევდნენ: გააქანებს ვაფლიან ნაყინს რეგვენი კაცი და მიადღლეზს ცოლს იმ სიფათზე… და შემოკრავს ქალი შემომტან ქმარს ალიყურს, ვაჟკაცურს, შეუყენებს თმას ყალყზე, შეაბარბაცებს…
ახალ მთვრალი კაცი შემოარტყამს და გული დაწყდება, უკეთესად რომ ვერ შემოკრა, ვერ წააქცია, ვერ ახოხიალა, რადგან ფეხზე დარჩენილი ქალი, საპასუხოდ, თავის დიდ ნაყინს ჩაარჭობს თვალში, ნარჩენს წვერზე მოუსვამს, მიაფურთხებს და შეიძლება უკბინოს კიდეც და იქნება ერთი გნიასი, წივილი, ცოდვის ტრიალი, ღრენა, ღრჭენა და ასეთები არასოდეს გარდაიცვლებიან… და შესაბამისად, ვერ შევლენ ესენი ვერც ზეციურ საქართველოში, ვერც ზეციურ არგენტინაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ჯოჯოხეთში…
ჭირი იქა და ჭირი მაგათ!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან იოსელიანი მე-5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას
  • “ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას… 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სანქცირების გადაწყვეტილებას” – მაკა ბოჭორიშვილი
  • ცნობილია, იანვარში რამდენმა კომპანიამ გაიტანა ნავთობპროდუქტები ექსპორტზე საქართველოდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge