“მთავარი არხის” ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ისანში, მაღაზიათა ქსელ “სპარის” ფილიალი დააყაჩაღეს. არხის ცნობით, მაღაზიაში 8 პირი შეიჭრა და სეიფი გაიტაცა, რომელშიც 8 000 ლარი იყო.
როგორც მომსახურე პერსონალი “მთავარ არხთან” ყვება, რომ 8-ვე პირი 20 წლამდე ასაკის იყო. მათივე თქმით, მათ ნიღბები არ ეკეთათ. პოლიციამ ადგილზე არსებული კამერები უკვე ამოიღო.