UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვიმა ლეგენდარული ბრაზილიელი მეტოქე, ჟოზე ალდო დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილს MMA-ში აქამდე 18 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 14 მოიგო. რაც შეეხება ჟოზე ალდოს, MMA-ში აქამდე 28 ბრძოლა გამართა, სადაც 21 მოიგო და 7 დათმო.
მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ კონფერენციაზე ხმამაღლა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
“საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იგივეს აკეთებენ უკრაინაში. ეს ხმამაღლა მინდა განვაცხადო”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ქართველი მებრძოლის გამარჯვებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა ლეგენდარულმა სპორტსმენი, კონორ მაკგრეგორი.
„ქართველები მართლაც დაუფასებლები და დიდწილად უცნობები არიან, მაგრამ ბევრი წარმოუდგენლად მაგარი მოჭიდავე და გრეპლერი ქართველია. ეს ბიჭი, მერაბი, ძალიან მაგარი მებრძოლია“, – წერს მაკგრეგორი სოციალურ ქსელში.