Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არც უსახლკარო იყო, არც შეშლილი და არც ვინმე გზააბნეული, ფილოლოგი იყო ჩემი უნივერსიტეტიდან – რას წერენ ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

August 20, 2022
“არც უსახლკარო იყო, არც შეშლილი და არც ვინმე გზააბნეული, ფილოლოგი იყო ჩემი უნივერსიტეტიდან – რას წერენ ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

ქარელის მუნიციპალიტეტში, ავლევის მაცხოვრებლებმა სოფლის მიმდებარედ მინდორში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს. როგორც გარიკვა, გარდაცვლილია 30 წლის თინიკო ჩოჩნიძე, რომელიც ქმარმა გაგუდა.

ქალის სტუ­დენ­ტო­ბის მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თი­ნი­კო ჩოჩ­ნი­ძის შე­სა­ხებ წერს.

“რო­გორც მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა, ქმარ­მა გა­გუ­და. ერ­თგან ისიც ით­ქვა ქალს სახ­ლი არ ჰქონ­და და მინ­დვ­რებ­ში ცხოვ­რობ­დნე­ნო (არ ვიცი სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს). მერე ამას პო­ლი­ტი­კუ­რი კბი­ლიც გაკ­რეს და იჭვნე­უ­ლად იკი­თხეს – რო­გორ მოხ­ვდნენ სო­ფელ ავ­ლევ­ში, იქ შეს­ვლა ხომ შე­ზღუ­დუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყოო (თით­ქოს ეს ამ გო­გოს რა­მეს უშ­ვე­ლი­და). ერ­თგან ით­ქვა ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებს იღებ­დნე­ნო (თით­ქოს მკვლე­ლო­ბას ეს ამარ­თლებ­დეს). ჰო, ზო­გი­ერთ მე­დი­ას არც ჭი­რი­სუ­ფა­ლი მა­მის კო­მენ­ტა­რი გა­მორ­ჩა…

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, ხვალ ახა­ლი დღე გა­თენ­დე­ბა და ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ი­ზი­ა­რე­ბენ მსგავს ბედს, თუ ძა­ლა­დო­ბა­ზე კვლავ ვიღ­ლი­ცი­ნებთ და ასეთ ყო­ფას გა­ვაგ­რძე­ლებთ.

მოკ­ლედ, ეს გოგო არც უსახ­ლკა­რო იყო, არც შეშ­ლი­ლი და არც ვინ­მე გზა­აბ­ნე­უ­ლი ავ­ლე­ვის გზა­ზე მი­მა­ვალ­თა­გა­ნი. ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი იყო, ის ფი­ლო­ლო­გი, მე ის­ტო­რი­კო­სი, ინ­გლი­სუ­რის ჯგუ­ფი კი ორი­ვეს გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. სტუ­დენ­ტო­ბა მა­ტა­რე­ბელ­ში გავ­ლი­ეთ პა­რას­კე­ვო­ბით… ერთი გზა გვქონ­და ხოლ­მე… სო­ფელ ვა­ყა­ში ცხოვ­რობ­და… მერე წლე­ბი გა­ვი­და, მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი და­უმ­თავ­რე­ბია… დიდი ხა­ნია კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია…

რა უც­ნა­უ­რი ბედი ჰქო­ნია. მერე გა­ვი­გე, რომ რა­ღაც შე­ემ­თხვა, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­უ­ჩი­ნა… იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ ასე­თი ჩა­კე­ტი­ლი და ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ გო­გოს რამე შვე­ლო­და… უკე­თე­სი გზაც ჰქო­ნო­და, სამ­სა­ხუ­რიც ეშო­ვა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით და ეცხოვ­რა იმ თა­ვის სო­ფელ­ში ბედ­ნი­ე­რად…

არ ვიცი, ვერ ვი­ტყვი ვისი და რისი ბრა­ლია, მაგ­რამ ეს გოგო ასეთ ამ­ქვეყ­ნი­ურ და­სას­რულს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, სტუ­დენ­ტო­ბის მე­გო­ბა­რო!” – წერს გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • ძელს ძლიერად შეეჯახა და მუცლის ტრავმა მიიღო – 27 წლის ფეხბურთელი ხელოვნურ კომაშია
  • მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს – იხილეთ დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge