კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, 20 აგვისტოს, “ჯივიპი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც მთაწმინდის რაიონში, კონკრეტულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 აგვისტოს დღის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზირის ნაწილს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, სატივეს, ხორავას, ლაპიაშვილის ქუჩებს; კოსტავას, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩების ნაწილს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.