ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ის წვეულებაზე ყოფნისას არის დაფიქსირებული, პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, იცოდა, რომ ცეკვისას უღებდნენ, თუმცა, მისთვის მიუღებელია, რომ ეს კადრები გასაჯაროვდა.
“ვიცეკვე, ვიმღერე და გავერთე – ყველაფერი სავსებით ლეგალურია. წვეულების დროს არ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც დავინახე ან ვიცოდი, რომ სხვები ნარკოტიკებს მოიხმარდნენ”. – აღნიშნავს ის.
ვიდეომ ოპოზიციური პარტიების კრიტიკა დაიმსახურა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა პრემიერს ნარკოტესტის გაკეთებაც კი მოსთხოვა.