ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმისთვის რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი.
“ყველაფერი გააკეთა ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმისთვის რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ როგორც ადამიანი და ქალი, თუმცა ნეკამ აჩვენა როგორ უნდა იბრძოლო როცა ხარ მართალი და ხედავთ როგორ ფერმკრთალდება ნელნელა, სიმართლის ფონზე, “ვარსკვლავები” ამ ხალხის თავზე.
ასე რომ კი ლანძღავთ მას, მის ყველა მხარდამჭერს, კი გვაფურთხებთ მის დამცველებს, მაგრამ იცოდეთ ჩვენ ვართ ამაყები და ბედნიერები რომ ვიცავთ სიმართლეს. ამის ფონზე ყველაფერი დაძლევადია”, – ამბობს აბაშიძე.