Saturday, November 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ ადამიანების გაჩერება შეუძლებელია – ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანენ“ – ზურაბ ჯაფარიძე

November 28, 2026
“შალვა პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს” – ზურა ჯაფარიძე

„გამარჯვებამდე მიგვიყვანს მოქალაქეების მობილიზება“ – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად რეპრესიებისა, წამებისა და პროპაგანდაში დახარჯული ასობით მილიონი ლარისა, ადამიანები თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ და მათი გაჩერება შეუძლებელია. მისი განცხადებით, მოქალაქეები ქვეყანას სამშვიდობოზე – ისტორიულ, ევროპულ გზაზე გაიყვანენ.

პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქვთ დიდმასშტაბიანი აქციების რეგულარულად გამართვა, ხოლო შუალედებში მთავარი ამოცანა მოქალაქეების მობილიზებაა, რაც, მისი შეფასებით, გამარჯვებამდე მიმყვანი ერთადერთი გზაა.

“მნიშვნელოვანი დღეა, რაოდენობა ადამიანების, ჩემი აზრით, იყო გადამწყვეტი, ეს დღე შედგა – დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. [აქცია] აჩვენებს ყველას – ციხეში მყოფებსაც, გარეთ მყოფებსაც და ქვეყნის გარეთ მყოფებსაც არის ის, რო მიუხედავად ამდენი წლის რეპრესიებისა, მიუხედავად ამ ტერორის ატმოსფეროსი, მიუხედავად ადამიანების წამებისა, სიგიჟეებისა, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, მიუხედავად, მათ შორის, ასობით მილიონობით, ასობით მილიონი ლარის პროპაგანდაში ხარჯვისა, ამ ქვეყანაში ადამიანები რჩებიან და აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამის გაჩერება არი შეუძლებელი.

ნებისმიერი ადამიანი, აი, ორთოდოქსი ფუნდამენტალისტი ქოციც რომ მოიყვანო აქ და ამ ადამიანებში გაატარო და განწყობა ნახოს, ნებისმიერი დარწმუნდება, რომ ამ ადამიანების გაჩერება არის შეუძლებელი. ეს ადამიანები ამ ქვეყანას გაიყვანენ სამშვიდობოზე. ყველა შემთხვევაში, სამშვიდობო არის დაბრუნება ამ ქვეყნის ისტორიულ გზაზე. ეს არის ევროპის ნაწილი უნდა გახდეს ეს ქვეყანა და გახდება აუცილებლად”- თქვა მან.

დღეს, 28 ნოემბერს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ “ქართული ოცნების” განაცხადისა და საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან ორი წლისთავზე, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაცია იმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დანებება გაცილებით ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო” – ელენე დევიძე
  • “ამ ადამიანების გაჩერება შეუძლებელია – ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანენ“ – ზურაბ ჯაფარიძე
  • “მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს… ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ – მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge