„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო შენგელიამ, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.
შენგელიას თქმით, ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარი თქვა და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია.
მისი განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში „ქუჩაში გამოსულ ქართველ ხალხს სცემეს“, გაიზარდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მისი მტკიცებით, თანხები მოჰპარეს ჯარს, ბავშვებსა და პენსიონერებს.
ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ უარს აცხადებდა ევროპულ და ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ცემეს, სახის ძვლები დაულეწეს, გვყავს უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების“ რეჟიმმა უარი უთხრა საქართველოს განვითარებაზე, რაც არის სრული იზოლაცია, მოაქციეს ქვეყანას სრულს იზოლაციაში, ჩვენ ვნახეთ რომ ქართული ოცნების რეჟიმმა და მისმა მინისტრებმა მოპარეს ფული ქართულ ჯარს, მოპარეს ფული ბავშვებს, მოპარეს ფული პენსიონერებს. ჩვენ ყველამ ერთად დღეს უნდა შევძლოთ, კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანი, რომ არ შევეგუებით რუსული ოცნების რეჟიმს და მათ თარეშს საქართველოში, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო ატლეტიკური ინტეგრაციისთვის, ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან, ის ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ თვლით, რომ ამ ქვეყანაში გვყავს უკანონო პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელი არის დავიცვათ თავისუფლება დამოუკიდებლობა ჩვენი კონსტიტუციური სიკეთეები და ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ.
მოგეხსენებათ რომ არის ორი ლოკაცია – ავლაბრის მეტროსთან და თსუ-ს პირველ კორპუსთან, ნაციონალური მოძრაობა იქნება ავლაბირის მეტროსთან და მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ და ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს, რომელიც ცდილობს რომ დღითი დღე ქართველი ხალხი დაჩაგროს, რომელიც ქართველი ხალხი კვლავ და კვლავ მიიყვანოს იზოლაციაში. ქვეყანაში როცა არის შიმშილი, ქვეყანაში როცა ბავშვები იხოცებია შიმშილისგან და ესენი საკუთარ ჯიბეებს ივსებენ, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა უნდა ვიყოთ ერთიანები, დღეს არის ერთიანობის დრო, არ არის აქ რაღაც პოლიტიკური განსხვავებების დრო. ის ადამიანები ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, პირიქით ჩვენი საზღვრები უნდა გავაერთიანო და სოხუმსა და ცხინვალში ავაფრიალოთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი, – განაცხადა ბესო შენგელიამ.
