50 წლის ნაისი არახამიას შესახებ, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ყელგამოჭრილი იპოვეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორ თვითმხილველები ტვ პირველთან საუბარში ყვებიან, როდესაც ქალი იპოვეს, ის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.
“დიდი ხნის მკვდარი იყო, სულ გამოსული ჰქონდა სისხლი”, – ამბობს ქალის მეზობელი.
გარდაცვლილს დეიდაშვილის კი აცხადებს, რომ ქალს მტერი არ ჰყოლია.
“მტერი არ ჰყოლია, მე ხომ ვიცი, ძალიან ახლოს ვიყავი… ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვნახე, ცუდად იყო, მკურნალობდა [ფსიქოლოგიურად].