Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“„ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს”- ნიკოლოზ მეტრეველი

November 26, 2026
“„ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს”- ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მინსკში საქართველო-რუსეთს შორის გამართულ შეხვედრას, ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ რიტორიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მეტრეველის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი კონკრეტული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას ქმნის, თუმცა რუსეთის მხარეს ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ანალიტიკოსის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელისუფლებას რუსეთზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ გასაცემი აქვს 2008 წლის ომისა და სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივების რუსული კომპანიისთვის გადაცემის საკითხებზე.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რიტორიკა ორმაგი სტანდარტის მაგალითია და სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუს შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიმართ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. მინსკში გამართულ შეხვედრას მხარი დავუჭირე, რადგან პირდაპირი დიალოგი კონკრეტული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას ქმნის.
ზურაბაშვილის თქმით, რუსეთმა შვიდ ქართულ მეღვინეობას უკვე დაუწესა შეზღუდვები, მიხაილ გალუზინმა კი შეხვედრაზე უთხრა, რომ მსგავსი ზომების დაწესებას კიდევ ორი კომპანიის მიმართ განიხილავენ. რუსეთის მხარემ ახსენა ღვინის ხარისხი, უკრაინის ომის სავარაუდო დაფინანსება და ანტირუსული განცხადებები, თუმცა, ზურაბაშვილის თქმით, ამ ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარადგინა. რა საფუძვლით უზღუდავენ რუს მომხმარებელს მისთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ქართული ღვინის არჩევანს, როდესაც იმავე ბაზარზე ევროპული ღვინო თავისუფლად იყიდება? ეს გადაწყვეტილება ქართველ მწარმოებლებს აზარალებს და რუს მომხმარებელს არჩევანს უმცირებს.

რაც შეეხება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ როლს მიმდინარე პროცესებში. პირველ რიგში სწორედ მათ საკუთარ წარსულზე აქვთ პასუხები გასაცემი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიებზე სამხედრო კონტროლი გაამყარა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. სააკაშვილის ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციაში ცხინვალის დაბომბვა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადასვლად შეფასდა, ხოლო რუსეთის სამხედრო პასუხი არაპროპორციულად. დღემდე პასუხგასაცემია, როგორ მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომლის შედეგებსაც საქართველო დღესაც იმკის.

ასევე პასუხი სჭირდება კითხვას, რატომ გადასცა სააკაშვილის ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივები რუსულ კომპანიას. 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის აქციები რუსული „ინტერ რაოს“ კონტროლქვეშ გადავიდა. დღეს, როცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვებს რუსეთზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რა მიიღო საქართველომ ამ გარიგებით და როგორ ემსახურებოდა ის ქვეყნის ინტერესებს.

ამას დაემატა სააკაშვილის 24 ნოემბრის პოსტი, რომელიც თავდაპირველად მისი გვერდიდან გაქრა და მოგვიანებით თავადვე ხელახლა გამოაქვეყნა. მასში წერს, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა „აკურთხა“.

„ნაც მოძრაობის“ გათვლა მარტივია. ქვეყნის შიგნით „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობას აბრალებენ, ოფიციალური მოსკოვის მიმართ კი მათი პოლიტიკური გზავნილია: „ხომ ხედავთ, ‘ქართული ოცნება’ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოს ინტერესებს იცავს და ქვეყნის პრინციპულ საკითხებზე არაფერს თმობს. დაგვეხმარეთ, რა გზითაც გინდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებაში და მერე რასაც მოგვთხოვთ, იმას გავაკეთებთ.“ სწორედ ამაში ვხედავ მათი რიტორიკის ორმაგ სტანდარტს. საჯაროდ იმ დიალოგს ებრძვიან, რომელიც საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს, თავად კი, მზად არიან, ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს ქვეყნის ინტერესები დაუქვემდებარონ.

და ბოლოს: სრულად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. რუსი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მინდა, ქართველ და რუს ხალხს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენს ხალხებს დიდი ხნის ადამიანური და კულტურული კავშირები აქვთ. ამ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ.“ – წერს მეტრეველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ილონ მასკის გაზიარებული პოსტი აჩვენებს, რომ საქართველო ერთ-ერთი აქტიური სამიზნე იყო უცხოური დაფინანსების, ზუსტად ამ თანხებით დაიგეგმა 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“- რას ამბობს ნინო წილოსანი
  • „აღარ იქოქება. პირიმზეშია წასაღები შესაკეთებლად“ – წერს ნიკა გვარამია კობახიძის განცხადებებზე
  • ევროდეპუტატებმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ფოტოაქცია მოაწყვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge