პრორუსული პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი, ბიზნესმენი მამუკა ფიფია ამბობს, რომ გაოგნებულია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალური წარმომადგენელის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან შეხვერდრასთან დაკავშირებით.
ზურაბაშვილმა თქვა, რომ გალუზინთან შეხვედრამდე ჰქონდა მოლოდინი, რომ “ეს სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა”, თუმცა ამის ნაცვლად, გალუზინმა უთხრა, რომ კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანცირებას გეგმავდნენ, ზურაბაშვილის თქმით, “რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული”.
როგორც ფიფია ამბობს, ზურაბაშვილმა ამ ყველაფრის შესახებ თბილისშიც იცოდა, მისი განცხადებას დემარშს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გაუზინმა ზურაბაშვილს მინსკში “მაქსიმალურად მეგობრულად აუხსნა” ყველაფერი.
“გაოგნებული ვარ ბატონი გიორგი ზურაბაშვილის გუშინდელი განცხადებით – რა საჭირო იყო ასეთი დემარში, გაუგებარია. ბატონ გიორგის, ჯერ კიდევ თბილისში მოახსენეს და გააფრთხილეს მაქსიმალურად მეგობრულ რეჟიმში, უთხრეს, რომ არის კიდევ 2 კომპანია, რომლებიც მოხვდებიან შეზღუდვების ქვეშ – ესაა ვინივერია და შატო მუხრანი; აუხსნეს მექანიზმები, აუხსნეს პირობები, როგორ შეიძლება ამ კომპანიების გაყვანა სასანქციო რეჟიმიდან.
იგივე აუხსნა ბატონმა გალუზინმა მისნკში, მაქსიმალურად მეგობრულად და სხვათა შორის გალუზინმა გააკეთა გუშინ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კომპანიები მაქსიმალურად იქნებიან წარმოდგენილები რუსეთის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რა საჭირო იყო ეს და რას ემსახურება ეს განცხადება გაუგებარია ჩემთვის პირადად”. – ამბობს ფიფია ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში(opens in a new tab).
ფიფიას თქმით, ის კომპანიები, რომლებიც უკვე არიან სანქციების ქვეშ, თანამშრომლობენ რუსეთის ოფიციალურ უწყებებთან, რომ გავიდნენ სასანქიცო რეჟიმიდან.
“მუშაობა მიმდინარეობს, რუსული მხარე მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამიტომ, ჯობია უფრო შევარჩიოთ სიტყვები და ვითანამშრომლოთ რუსულ მხარესთან”. – აცხადებს ფიფია.
ცნობისთვის, კობახიძის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გალუზინს 19 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრა მინსკში გაიმართა.
25 ნოემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟეკოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა გალუზინისა და ზურაბიშვილის შეხვედრები და “შემდგომი მოლაპარაკებები” თბილისსა და მოსკოვშიც გაიმართოს.
10 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის “ნაბეღლავის”, იმპორტი აკრძალა. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა: თელიანი ველის, თბილღვინოს, ძმები ასკანელების, ვაინმენის, ქართული ლუდის კომპანიის, კოკა-კოლასა და ნაბეღლავის პროდუქტების იმპორტი.
