შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „სანდრო წყარო“ ავრცელებს.
ირაკლი ფირცხალავა 2015 წელს 2006 წლის 2 მაისს თბილისში ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. გამოძიება მას შურისძიების მოტივით სპეცოპერაციის დაგეგმვასა და მკვლელობის ორგანიზებას ედავებოდა. სასამართლომ ფირცხალავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), ხოლო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნაწილში (369-ე მუხლი) გაამართლა. მას 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
