Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პაატა ბურჭულაძე არის პოლიტიკური ტყვე, ის საერთაშორისოდ აღიარებული საოპერო ბანია, ეს არის მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე საპყრობილეში გამოკეტა”- რას ამბობს ლაშა ფარულავა

November 26, 2026
არჩევნებს „ქართული ოცნების“ პირობებში ჰქონდა ხარვეზი, უკუსვლა, პრობლემები, მაგრამ ახლა რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის დემოკრატიის გაუქმების იურიდიული გაფორმება – ლაშა ფარულავა

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პაატა ბურჭულაძის თანამებრძოლი, პაატა ბურჭულაძე არის მსოფლიოს საოპერო ბანი, ის იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მის ასაკს უნდა სცემდეს პირველ რიგში ხელისუფლება პატივს და ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე ეს ადამიანი არ უნდა იყოს პატიმრობაში, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, კვლავ რჩებიან საპატიმრო დაწესებულებებში.

„გრძელდება რეპრესია და ტერორი, სწორედ ამაზე საუბრობს ევროპარლამენტი. პაატა ბურჭულაძე, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები ამ ბრძოლაში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთნენ, რომ გადაარჩინონ საგარეო კურსი. ჩვენი ისტორიული არჩევანი უნდა გადარჩეს, ევროპული მომავალი უნდა გადარჩეს და სწორედ ამის გამო ისჯებიან ის ადამიანები, რაც არის ცალსახად პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები. ივანიშვილის ოლიგარქები დაისჯებიან და პირველ რიგში, დასჯის ქართველი ხალხი. დიდი ხანია, უკვე ველოდებით ევროკავშირის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იგვიანებს, ჩვენ მათ ვერ დაველოდებით, ქართველმა ხალხმა 28 ნოემბერს ამ რეპრესიას და ტერორს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი. არანაირი მართლმსაჯულება არ არსებობს საქართველოში, ამაზე საუბრობს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორჯერ გახდა პრემიერი ივანიშვილის კურთხევით, იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრი. ის საუბრობს, რომ აღნიშნული სასამართლო არის კენგურუს სასამართლო, ის საუბრობს, რომ ცირკი არის სასამართლოს ნაცვლად და რა თქმა უნდა, როდესაც ცირკს და კენგურუს სასამართლოს უწოდებს ივანიშვილის პრემიერი მართლმსაჯულების სისტემას, რა თქმა უნდა, არანაირი ნდობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ასეთ ინსტიტუციას არ ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ უმძიმესი შეფასებები. პაატა ბურჭულაძე არის პოლიტიკური ტყვე, მის მიმართ ხორციელდება არნახული პოლიტიკური ზეწოლა და ვენდეტა, ანგარიშსწორება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ მოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა. მას აქვს დიდი გავლენა ქართულ საზოგადოებაში და არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული მსოფლიო საოპერო ბანია. ეს არის მთავარი საფრთხე და ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც გამოკეტა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე საპყრობილეში“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში 25 ნოემბერს დებატები გაიმართა რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაოგნებული ვარ ზურაბაშვილის განცხადებით, რა საჭირო იყო ასეთი დემარში – მამუკა ფიფია
  • ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა
  • გარდაბნის კულტურის სახლში არაბული ქალაქის მშენებლობის განხილვაზე მოქალაქეებს არ უშვებენ – ადგილზე ხმაურია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge