Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! – ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს – თავის თავს დააბრალონ!”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

November 26, 2026
“ღმერთმა დაიფაროს, რომ რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვოს” – გიორგი შარაშიძე

ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! – ეს “ოცნებაში” არავის უნდა უკვირდეს, იმიტომ, რომ ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს – თავის თავს დააბრალონ! – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ევროპარლამენტში გამართული დებატების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” იმდენი რამ გააფუჭა და იმდენი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, რომ ევროკავშირმა სანქციებზე რომ დაიწყო საუბარი, ეს მათთვის გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

ამასთან, შარაშიძე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისგან თავად ევროკავშირიც დიდი ხანია თავს იკავებს, ახლა კი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მას “სხვა გზა აღარ დაუტოვეს”.

“თავისთავად, ევროპარლამენტის მხრიდან რაც ისმის, არ არის სუბიექტური შეფასება, ეს არის ფაქტები. ეს ფაქტები კი თავად „ოცნების“ მიერ არის შექმნილი. „ოცნებამ“ თავად თქვა უარი. ახლა მოდის ზუსტად 28 ნოემბერი და ორი წელი ხდება მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. ამ განცხადების შემდეგ, ამას მოაყოლა მთელი რიგი ანტიდემოკრატიული ქმედებები, მიიღო ანტიდემოკრატიული კანონები, რაც ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. “ოცნება” დღეს არათუ არ ასრულებს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და არ ატარებს ისეთ რეფორმებს, რომელიც უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, ყველაფერს ამის საწინააღმდეგოს აკეთებს, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტად დაშორდეს ევროპულ პერსპექტივას. ამის გამო რომ ისმის კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს „ოცნებას“ არ უნდა უკვირდეს. მეტსაც გეტყვით – ევროპარლამენტი და ევროკავშირი რომ გახდა იძულებული, რომ დაიწყოს უკვე ისეთ მკაცრ ზომებზე საუბარი, როგორიც არის, მათ შორის, ინდივიდუალური სანქციები, ეს რა, მათ უკვირთ?! „ოცნებაში“ ვინმეს, ან ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! ეს მათ არ უნდა უკვირდეთ, იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს. იმდენი რამე გააფუჭეს და იმდენი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგეს, რომ ევროკავშირმა სანქციებზე საუბარი რომ დაიწყო, ეს მათთვის გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

მოლოდინი გვაქვს [სანქციების დაწესების], კი ბატონო. მე იმიტომ ვამბობ, რომ სხვა გზა აღარ დაუტოვეს. თავად ევროკავშირიც დიდი ხანია თავს იკავებს. ჩვენ ხომ ვაკვირდებით და რამდენი შანსი მისცეს ქართულ მხარეს?! არაერთი შანსი და შესაძლებლობა მისცეს. მეტსაც გეტყვით, დღესაც კი შეიძლება შანსი მისცენ. „ოცნების“ გამო ქვეყანა ჩიხშია შეყვანილი, მაგრამ არანაირი მზაობა არ არის „ოცნების“ მხრიდან და თუ ამას სანქციები მოჰყვება, თავის თავს დააბრალოს,” – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე, “პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეკლესიის მოთმინების ფიალა აივსო, ხმა ამოიღო, რეჟიმმა ეს საფრთხედ აღიქვა და ამიტომ გადაუგდო “- სალომე ზურაბიშვილი
  • “ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! – ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს – თავის თავს დააბრალონ!”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე
  • “არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა”- რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge