რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემა ამოქმედდება, რაც ავტომობილების გადაადგილებას გაამარტივებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროს მიმართულებით ჩასვლა.
