Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მერია მთაწმინდაზე ავტომობილების გადაადგილების მარშრუტს ცვლის

November 25, 2026
მერია მთაწმინდაზე ავტომობილების გადაადგილების მარშრუტს ცვლის

თბილისის მერია მთაწმინდის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილების ახალი სქემების შემუშავებას გეგმავს. ცვლილებები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სატრანსპორტო სქემასთან იქნება თავსებადი.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოძრაობის ახალი წესების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების სპეციფიკა.

„ამასთან, მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.

ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს – ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ სანაპიროდან მთაწმინდის ზედა ქუჩებზე პირდაპირ ასვლა და უკუმიმართულებით გადაადგილება გახდება შესაძლებელი. ამასთან, მთაწმინდიდან ჩამომავალ მძღოლებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისთვის თავისუფლების მოედნამდე მისვლა აღარ დასჭირდებათ.

რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემის სრულად ამოქმედება საახალწლო პერიოდის შემდეგ იგეგმება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იურისტი ხსნის, რატომ უნდა დასვას გვარამიას პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი
  • ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაზმა ისევ გაჟონა
  • მერია მთაწმინდაზე ავტომობილების გადაადგილების მარშრუტს ცვლის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge