მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ისინი ყოველდღიურად სთავაზობენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს, იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღიარებულები არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად. ყველაფერი დევს ხელისგულზე, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები. მათ მოინდომეს, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა კობახიძემ.
