ჟურნალისტისა და ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს – „მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ ვიდეოები, რომლებშიც რაზმაძე თითქოს ნარკოკურიერად მუშაობას ითხოვს ან სადარბაზოში ნარკოტიკს ტოვებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით არის შექმნილი.
TVPIRVELI.GE „მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
“21 ნოემბერს ოპოზიიცის მადისკრედიტირებელმა ანონიმურმა ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკანი (არქივი) აქტივისტ თორნიკე რაზმაძის სახელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის, სავარაუდოდ ნარკორეალიზატორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასთან სურს კურიერად “პლანზე, 1 გრამიანებზე” მუშაობის დაწყება. ვიდეოს თან ერთვის კომენტარი “ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაძმაკაცდა ახობაძესთან”.
