რუსთავში ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი “ტოიოტას” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც გზაზე მომავალი “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა ის სავარაუდოდ ვერ შეამჩნია, მუხრუჭის გარეშე შეეჯახა და ავტომობილზე მიჭყლიტა. შეჯახების შემდეგ “ტოიოტას” მარკის ავტომობილი ინერციით, რამდენიმე წუთით ადრე, დასახმარებლად გაჩერებულ “ბეემვეს” მარკის ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
