ფონიჭალაში დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ინტენსიური მკურნალობის ფონზე პაციენტი სტაბილურობას ინარჩუნებს.
„უცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას”,- ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში დაშავებულ 31 წლის კაცზე
კაცს სხეულის 80%-ზე მეტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში
